რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქე, ნესტან ანანიძე წერს, რომ მას თბილისში, პარკში ვარჯიშის დროს პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს “არა რუსულ კანონს” წარწერიანი მაისურის გამო.
“დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი რატომ, საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ მეთქი. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა.
შემდეგ ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ბოლოს სადაც ხალხი იდგა, იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში-მეთქი, მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა და მეორე მხრიდან გაგაცილებთ ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო”.
კომენტარები