• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ გზავნილს გამოვაქვეყნებ” – რას ჰყვება ირმა ინაშვილი და რატომ გააუქმა აქცია?

ალია ავტორი - ალია
20:38 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„პატრიოტთა ალიანსი” შაბათს ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუქმებს.

პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა, რის გამოც აქციის ჯერ ქუთაისში გადატანის, შემდეგ კი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ „ვოთსაფში” მოუვიდა ხმოვანი შეტყობინება, რუსულ ენაზე, რომლის მიხედვითაც გროზნოში მცხოვრები ვინმე საიდ ახმედი მას მიმართავდა და ინტერესდებოდა, როგორ ჩაიარა არჩევნებმა.

ინაშვილი აცხადებს, რომ მსგავს პიროვნებას არ იცნობს და ესეც დაგეგმილი პროვოკაციაა.

„ქართულმა ოცნებამ” ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა ეს არჩევნები. ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ამავდროულად ამ სრულიად უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა უამრავი დაძაბულობის კერა. ყველამ იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ საპროტესტო აქციებზე ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია, ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების” ბრალდებები, თითქოსდა სხვებთან ერთად ვმოქმედებთ, ან რუსეთის ნებით, ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც აბსურდია.

ამის გამო ჩვენ გადავიტანეთ მიტინგი ქუთაისში. მიაქციეთ ყურადღება, რომ მატყუარა, არჩევნების გამყალბებელი კობახიძე ჩვენებებს იძლევა სუს-ში და ლაპარაკობს რაღაც შეთქმულებაზე. ბრიფინგებზე „ქართული ოცნების” ლიდერები ღიად საუბრობენ რაღაც რუსულ კვალზე, ამავდროულად ჩემს ინტერნეტ პლანშეტზე, რომელსაც მე მხოლოდ ფეისბუქისთვის ვიყენებ, მომდის ასეთი სახის გზავნილები. ცხადია, თქვენ ხვდებით, რომ არც ვინმეს საიდ ახმედს ვიცნობ და საერთოდ არავისთან მაქვს კონტაქტი. ეს ვინმე საიდან ახმედი თუ დააკვირდებით, მესაუბრება ისე, თითქოს ჩემი ახლობელი იყოს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, არანაირ საიდ ახმედს არ ვიცნობ და ეს გზავნილი, რომელიც მივიღე, გამოქვეყნდება მედიაში. ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც, ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები. ჩვენ ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved