საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილე, გიორგი მუმლაძე, მედიასთან ამბობს:
“მიხეილ სააკაშვილი, რომლის ინიციატივითაც გამოცხადდა ეს დროშა სახელმწიფო დროშად, ზის ციხეში პირდაპირ კრემლის და რუსეთის დავალებით. პუტინის პირადი ტყვეა. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ამ ადამიანს პატივი ვცეთ, მადლობა გადავუხადოთ იმ პატრიოტული სულისკვეთების და თავგანწირვისთვის, რომელსაც ის დღეს თავისი ქმედებით გვაჩვენებს. ეს დროშა არის სწორედ ჩვენი პატრიოტების სიმბოლო, ამ დროშის დაცვას შეეწირა ბევრი ადამიანი და მათ შორის მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე გმირული ნაბიჯებით არის ჩვენთვის მაგალითის მომცემი”
აქტივისტებმა დროშაზე ხელმოწერები დატოვეს, შემდეგ კი მესამე პრეზიდენტს ციხეში შეუგზავნეს.
კომენტარები