• რეკლამა
  • კონტაქტი
04:26, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ დღემ შესაძლოა ფარდა ახადოს დაფარულ რაღაცებს, გამოიწვიოს უსიამოვნო რეაქციები” – სავსემთვარეობა, თბილისის დროით 18:56 საათზე

ალია ავტორი - ალია
16:35 10-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ეზოთერული გვერდი სოციალურ ქსელში, სახელად “გრიმუარი” ავრცელებს წერილს:

20.10.2021

ოც ოქტომბერს ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა, თბილისის დროით 18:56 საათზე. ამჯერად გვაქვს ე.წ. მონადირის მთვარე, მას აგრეთვე ძველად მოგზაურთა მთვარესაც უწოდებდნენ, მოჰქონდა წარმატება და გახლდათ ნიშანი მონადირეებისათვის, მოგზაურებისათვის და ა.შ.

დღესდღეობით მისი ენერგია უფრო დაუკავშირდება მოგზაურობის, ადამიანების ყურადღებაზე “ნადირობის”, თავის გატანისა და განვითარების, ბუნებაში გასვლების ან საერთოდაც პირდაპირი გაგებით ნადირობის საკითხებს.

ამ დღემ შესაძლოა ფარდა ახადოს ისეთ რაღაცებს, რაც აქამდე დაფარული იყო. გეძლევათ საშუალება აიმაღლოთ ცოდნა, ამაღლდეთ სულიერადაც. იქნება დიდი ინფორმაციული ნაკადი, როგორც დადებითი, აგრეთვე უარყოფითიც რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უსიამოვნო ემოციური რეაქციები.

მოსალოდნელია უცნაური სიზმრები და ინტუიციის აქტივობა, თუმცა ეცადეთ წინათგრძნობა თუ გარკვეული ხილვები მოჩვენებებსა და არაცნობიერის პროექციებში არ აგერიოთ.დღეს მოსალოდნელია დაძაბული ატმოსფერო, ქაოსი სოციუმში, უსიამოვნო ბუნებრივი მოვლენები (ამინდი, სტიქია), პოლიტიკური დაპირისპირებები, მედიის აქტივობა, ადამიანთა შორის უთანხმოება, კონფლიქტურობა, აღგზნებულობა, თავის ტკივილი ან წნევა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს ( საქმიანს თუ სასიყვარულოს).

თუ ამ წლის გაზაფხულზე ბედმა არ გაგიღიმათ, წამოიწყეთ რაიმე საქმე და დღემდე ელით შედეგებს – ამ საქმესთან მიმართებით მალე იქნება სიახლეები. ეცადეთ უახლოეს დღეებზე ამოტივტივებულ პრობლემებსა თუ უსიამოვნო ინფორმაციაზე არ დახუჭოთ თვალი, პირიქით, მაქსიმალურად გონივრულად მიუდექით მათ, გააანალიზეთ ისინი და ეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები, ეს მოგცემთ იმის საშუალებას რომ ნოემბრის თვემაც უფრო მშვიდად ჩაიაროს და გარკვეული სამყაროსგან წამოსული გაკვეთილებიც გაიაროთ სწორად.

თუ ხედავთ რომ ურთიერთობა დიდი ხანია დგას ერთ ადგილზე – გადადით ახალ საფეხურზე. თუ ურთიერთობა უსარგებლოა – დაასრულეთ. გირჩევთ 18:00 საათიდან 00:00 საათამდე რაიმე მნიშვნელოვანი არ წამოიწყოთ.შეეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდობა, იყოთ საკუთარი თავი და დაიცვათ თქვენი პრინციპები. დამწყებებისათვის მაგიური ექსპერიმენტების ( რიტუალების) ჩატარება ნაკლებად იქნება მიზანშეწონილი, გამომდინარე იქედან რომ ბევრს გაუჭირდება ემოციების, შინაგანად და გარეგანად მოძრავი ენერგიების სწორად მართვა.გისურვებთ ბედნიერ დღეს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved