• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ არც თუ ისე ჰუმანური გზით ვაღწევთ მევენახეობაში ორ ძირითად მიზანს: ნაყოფიერებასა და ხარისხს” – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
20:32 03-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
592
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
სხვლა ჩემთვის, ალბათ, ვენახთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მომენტია, მაგრამ ყველაზე სევდიანიც.
აი, რატომ:
ევოლუციის შედეგად ვაზს (Vitis) ორი ბუნებრივი ინსტინქტი განუვითარდა: ზრდა და გამრავლება.
ვაზი ხვიარაა, მზისკენ მიცოცავს, სინათლეს ეძებს, რომ უკეთ განვითარდეს. ამაში მიდი ენერგიის ერთი დიდი ნაწილი და ამას ხმარდება ის რესურსი, რასაც მიწიდან, თუ გარემოდან იღებს.
გამრავლების საქმეზე, ანუ ნაყოფზე, ანუ ყურძენზე იხარჯება მეორე ნაწილი. თუმცა გასაგებია, რომ გამრავლების პრიორიტეტს იმდენი მარცვალი არ სჭირდება, რამდენიც ღვინოს.
ზუსტად აქ შემოდის ადამიანი. გასხვლისას ჩვენ ვცდილობთ, პირველი ინსტინქტი დავჩაგროთ, მცენარეს არ მივცეთ ზრდის საშუალება და ის რესურსები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა წასულიყო, ნაყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ.
გასხვლას მეორე ამოცანაც აქვს: შტოების მოჭრით მცენარეს სტრესში ვაგდებთ, ხელოვნურ ხიფათს ვუქმნით, რომ გამრავლებაზე იზრუნოს (ევოლუციურად საფრთხის დროს ყველა არსება სახეობის გადარჩენაზე იწყებს ზრუნვას), ანუ იმაზე მეტი ნაყოფი მოისხას, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში.
ამ არც თუ ისე ჰუმანური გზით ვაღწევთ მევენახეობაში ორ ძირითად მიზანს: ნაყოფიერებასა და ხარისხს.
სხვლას ბუნებრივად მოყვება ჭრილობის ქვევით ჩახმობა, ეს ფაქტორი სწორად ჩატარებული ოპერაციების დროს შეგვიძლია შევამციროთ, მაგრამ ნულამდე ვერასოდეს დავიყვანთ. ადრე თუ გვიან ეს ჯერ ვაზის ნაყოფიერების შემცირებას, საბოლოოდ კი, გახმობას გამოიწვევს. ჩვენ ამ ბოლო ნაწილს, ალბათ, არც დაველოდებით – როცა შევატყობთ, ინდივიდი დაბერდა, ჩვენივე ხელით მოვჭრით და მის ადგილას ახალს დავრგავთ.
სინამდვილეში, ვაზი ბუნებრივ პირობებში რამდენიმე ასეული წელი ცოცხლობს, ზვრებში კი, მხოლოდ რამდენიმე ათეული. თქვენ გამოთვალეთ რამდენი პროცენტით ვუსწრაფავთ სიცოცხლეს მცენარეს იმისთვის, რომ მოსავალი მივიღოთ.
ჩვენი წინაპრები ვაზს ხეზე უშვებდნენ და თითქმის არ სხლავდნენ (როგორც აღწერილია, რამდენიმე წელიწადში ერთხელ წალდით გადასხეპავდნენ მეტისმეტად გაზრდილ და გადმოკიდებულ რქებს), მოსავალსაც იმდენს იღებდნენ, წლიდან წლამდე ყოფნიდათ. ახლა ეს ვეღარ გამოვა.
ამიტომ ერთადერთი ის შეგვიძლია, სათუთად მაინც გავსხლათ და გვახსოვდეს, რომ ჩვენს სიამოვნებას სიცოცხლის ფორმები ეწირება.
ფოტო ძველია. მენაბდის მარანი • Menabde Wineryს ვენახია შემოქმედში (გურია).
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved