ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” საუბრისას, ამბობს:
ნიკა მელია ამბობს, რო პარტიის ნახევარმა იცოდა კონკრეტული ინფორმაცია და მე არ ვიცოდიო, რა უნდა იმ პარტიის თავმჯდომარედ, სადაც ნახევარმა პარტიამ რაღაც იცოდა და მას ინფორმაცია არა აქვს? როგორღა ამბობს, ვიქნები პარტიის თავმჯდომარეო?
მე მგონია, რომ ამ არჩევნებს მოიგებს ნაციონალური მოძრაობა, მოიგებს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი და ამ არჩევნებს მოვიგებ მე.
მე დარწმუნებული ვარ, მექნება პარტიის უმრავლესობის მხარდაჭერა, და მე არავის ვეტყვი, რომ მე ახლა დავისვენებ და თქვენ თითონ გააკეთეთ ყველაფერი, რაც გინდათ ის ქენით.
კომენტარები