“ღია საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
📣ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, სადაც საქართველოზეც არის მკაცრი შეფასებები, ასევე საქართველოს საკითხზე ცალკე რეზოლუციაც მიიღეს.
❗ოცნებამ კენჭისყრის წინ დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნად!
განსხვავებით ევროსაბჭოსგან, აქ 57 წევრი ქვეყანაა და მისი მასშტაბი უფრო დიდია. 4 დღე ვუყურებდით ქოცების გამალებულ მცდელობას ჩაეგდოთ რეზოლუცია მთლიანად, შეეცვალათ მუხლები, წინადადებები და სიტყვები – არაფერი არ გამოუვიდათ.
ეს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსესუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში.
რა მნიშვნელოვანი საკითხები წერია:
1️⃣ საქართველოზე მიღებულ ცალკე რეზოლუციაში დაგმობილია 2024 და 2025 წლის არჩევნების მასობრივი დარღვევები და აღნიშნულია რომ ახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი. მოწოდებაა რომ ლეგიტიმურად არ უნდა ცნონ მომავალში ჩატარებული არჩევნები, თუ არ მოხდება მათი სამართლიანად შეფასება ეროვნული და საერთაშორისო სანდრო დამკვირვებლების მიერ.
2️⃣დეკლარაციაში/რეზოლუციაში საუბარია წამებაზე! ასევე ძირითადი უფლებების სხვადასხვა მძიმე დარღვევაზე, პოლიტიკურ დევნებზე, ერთპარტიულ მმართველობაზე და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვაზე!
3️⃣მოთხოვნილია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, წამებების გამოძიება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
4️⃣სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს მოსკოვის მექანიზმის ანგარშს და მისი რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნა არის მკაფიოდ დაფიქსირებული რამდენჯერმე. ამ ანგარიშის დაკნინება და უარყოფა რამდენჯერმე სცადა ოცნებამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ აქაც.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა ასამბლეას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის დეკლარაციაში.











კომენტარები