გარღვევა მედიცინაში: აშშ-ში FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს.
ნევროლოგი, ალექსანდრე ცისკარიძე “ტვ იმედთან”, მედიკამენტზე საუბრობს:
“ამ პრეპარატმა შეიძლება უზარმაზარი როლი შეასრულოს, ჯერჯერობით, განუკურნებელი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი ეფექტურობა შეფასებულია ამგვარად – ის 23 პროცენტით ამცირებს შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებას, რაც ასე დამახასიათებელია ამ დაავადებისათვის, 23 პროცენტით შემცირება ამ სიმპტომის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ჯერჯერობით, პრეპარატი დაავადების ადრეული სტადიაში დაინიშნება, პროფილაქტიკური მიზნებისთვის არ არის განკუთვნილი. ამ მედიკამენტს საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც ახლახანს დაუდასტურდათ დაავადება.
ამ ჯგუფის პორეპარატები საკმაოდ ძვირია და ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი პრობლემა და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.”
კომენტარები