გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიის დასკვნით, ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკის” ტიპის ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებით მოწამლეს. იგი ამჟამად ბერლინის საავადმყოფოში იმყოფება და გადის მკურნალობის კურსს.
ალექსანდრ ნავალნი, რომელიც რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი კრიტიკოსია, 20 აგვისტოს ცუდად გახდა ციმბირი-მოსკოვის რეისზე. იგი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს ომსკის საავადმყოფოში. რამდენიმე დღის მანძილე, რუსი ექიმები არ აძლევდნენ ოჯახს იმის საშუალებას, რომ ბერლინში გადაეყვანათ, გერმანელი ექიმები თავიდანვე მიანიშნებდნენ, რომ პოლიტიკოსს მოწამვლის სერიოზული ნიშნები უფიქსირდებოდა.
გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, ნავალნის ორგანიზმში შხამის კვალის არსებობა ტესტმა დაადასტურა. ანგელა მერკელის სპიკერის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, სპეციალურ სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩნდა ზუსტად ისეთივე მომწამლელი ნივთიერება, როგორც ეს სერგეი სკრიპალის ინციდენტის დროს დაფიქსირდა, როდესაც ის და მისი ქალიშვილი რუსმა ჯაშუშებმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოწამლეს.
გერმანიის მთავრობა ნავალნიზე თავდასხმას გმობს და მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს. ზაიბერტის თქმით, გერმანიის ხელისუფლება მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ თავის ევროკავშირელ და ნატოელ პარტნიორებს.
კომენტარები