• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

ალია ავტორი - ალია
10:23 07-31-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ.

ამის შესახებ მისი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ბრალის წარდგენა 31 ივლისს, 13:00 საათზე, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იგეგმება.

“ამჯერად პროკურატურა პოლიტიკოსს იმ სასამართლოს უპატივცემულობას ედავება, რომელმაც აბსურდული ბრალისთვის მაქსიმალური 13 წელი მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილისთვის, ახალი ბრალის წარდგენა იგეგმება ხვალ, 31 ივლისს, 13:00 საათზე, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეობაში და მისი ბრალის დასამძიმებლად განზრახ ნათქვამ ტყუილში არაერთხელ ამხილა. ასევე, მას იმ მოწმე პოლიციელის (ოცმეთაურის) შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ალეკო ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

სავარაუდოდ, ბრალდების მხარე სწორედ სასამართლოში მოწმე პოლიციელის ჩვენების სიცრუეში მხილებას თარგმნის სასამართლოს უპატივცემულობად და ელისაშვილის ბრალს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანმიმართულ, უსამართლო და უკანონო დევნას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved