• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ALDE-ს პარტია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ალია ავტორი - ალია
11:37 10-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენა ჰანი და “ლიბერალური ინტერნაციონალის” პრეზიდენტი, ჰაკიმ ელ ჰაიტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ რომელშიც წერია, რომ უარყოფენ არჩევნების შედეგებს.

ამასთან, მათი თქმით, არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას.

“შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობისა და შიშის მძიმე ღრუბელი დატოვა. დაშინებისა და დარღვევების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი, როგორც ამას მინიმუმ ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშები ადასტურებს, ჩვენი აზრით, სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობით. სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და ზეწოლით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ არაპროპორციულად დიდი სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის მათ სასარგებლოდ გამოყენებით.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, დაშინებაზე და ქართული ოცნების მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულად შეზღუდვაზე და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს გაჰყვეს ევროატლანტიკურ გზას და უარყოს რუსეთის მცოცავი გავლენა საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო გზაზე ორიენტირებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემა – ამ მიმართულებით მათ ყოველთვის ექნებათ ლიბერალური ინტერნაციონალისა და ALDE პარტიის მხარდაჭერა”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved