• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ალბათ, ნიკოლოზმა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება, კარგად „დაამუშავეს“ – დოროყაშვილი ბასილაშვილის მეგობარ ქალზე

ალია ავტორი - ალია
17:25 10-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2020 წლის 21 მაისს, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლთან ინციდენტი მოხდა, ეს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს არ დაუნახავს, რადგან იქ არ ყოფილა.

„არანაირი ყვირილი ჩემი მხრიდან იქ არ ყოფილა. აქ მოხდა ძალადობის ორი ეპიზოდი, ერთი მანქანასთან, მეორე – ჩიხთან, როცა მათ სახლს გამოვცდი და ჩამოვცდი ბეტონის ჯებირებს. მე ვუსმენდი გოგონას დაკითხვას, დავიწყებ იქიდან, რომ გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ყველა, მათ შორის, მეც, ქალბატონი ნატალიაც, ბატონი ნოდარიც, თენგიზიც, ნიკოლოზიც, არსად არავინ ახსენებს კარლოტას, ეს ძალიან საეჭვოა. გამოძიებიდან დაახლოებით, 6 თვის შემდეგ გაჩნდა ახალი მოწმე, ქალბატონმა თეონა გვაზავამ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და დაკითხა ის, 6 თვის განმავლობაში არავინ ახსენებდა კარლოტას. ალბათ, როცა ნიკოლოზმა კარლოტა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და უკვე, როცა კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამოეჩინათ.

გარდა ამისა, მე სოცმუშაკთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდა, რადგან მაშინ ჩემსა და ნიკოლოზს შორის ურთიერთობებს არეგულირებდა და მასთან მქონდა მიმოწერები. სოცმუშაკმა ნიკოლოზისგან აიღო დასტური და მომაწოდა ინფორმაცია, რომ კარტოლას იქ ყოფნა ეკრძალებოდა. გარდა ამისა, მე იქ ვიყავი მისული, სამივე სართული კარგად ჩანს, ხელის გულივით, როცა ავიხედე, ბავშვიც დავინახე, ნატალიაც დავინახე და აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი, საკმაოდ დაბალი ჯებირებია და გამჭვირვალეა, მწოლიარე მდგომარეობაშიც აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი. სწორედ, ბავშვისგან გავიგე გოგონას არსებობის შესახებ 16 მაისს და აუცილებლად მეტყოდა, იმ დღეს იქ რომ დაენახა”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ჰკითხავენ. მისი განმარტებით, ის 2020 წლის 21 მაისს ბასილაშვილის მშობლების სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც იქ ნელი დოროყაშვილი მივიდა. მოწმის თქმით, ნიკოლოზის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved