• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა რომ კავკასიაში ვიყო უფრო მეტად იმაზე ვიღელვებდი, რომ..”-რას ამბობს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი სომხურ გამოცემა Infocom-თან ინტერვიუში

ალია ავტორი - ალია
16:38 01-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი სომხურ გამოცემა Infocom-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო წლებში დასავლეთი აღარაა კონცენტრირებული სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთმა რეგიონში ერთპიროვნული პოზიცია დაიკავა.

ინტერვიუ შეეხებოდა ნაგორნო-ყარაბახის კონფლიქტს, კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის პოზიციებს და უკრაინაში რუსეთის პოტენციურ აგრესიას.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე – იქცევა თუ არა კავკასია დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არენად უკრაინასთან ომის შემთხვევაში, კელიმ განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი კავკასიაში უკვე არსებობს, თუმცა ბოლო წლებში უფრო მეტად რუსეთის სასარგებლო ცალმხრივ შეჯიბრს ჰგავს.

კელის თქმით, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნები ამ რეგიონიდან ფაქტობრივად განდევნა და შედეგად გაჩენილ ვაკუუმს რუსეთის გარდა ისეთი არალიბერალური ქვეყნებიც ავსებენ, როგორიცაა თურქეთი და ირანი.

ის აცხადებს, რომ დასავლეთი კავკასიაზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ჩიხში შესულ კონფლიქტზეც აღარაა კონცენტრირებული.

„დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება უკვე არსებობს კავკასიაში. სამწუხაროდ, ეს უფრო მეტად ცალმხრივი შეჯიბრია ვიდრე 1990-იან წლებში ან 2000-იანების დასაწყისში იყო, როცა დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ და საფრანგეთი ბევრად აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველაზე რთული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაში. ბოლო წლებში, ვფიქრობ რუსეთმა დაიკავა ცალმხრივი პოზიცია და დასავლური ქვეყნები რეგიონიდან განდევნა.

თუ შევხედავთ საქართველოს, უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია იქ ჩიხშია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აქტიური კონფლიქტი არაა. [კონფლიქტი] აქტიურია, რადგან ადამიანებს კვლავ იტაცებენ, დროდადრო ხდება ტრაგედიები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ.

ახლა რომ კავკასიაში ვიყო უფრო მეტად იმაზე ვიღელვებდი, რომ დასავლეთი არ არის ფოკუსირებული იმ მოვლენებზე, რაც ხდება კავკასიაში და, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ჩვენ ვხედავთ რეგიონში დიდ ძალები, არა მარტო რუსეთი, არამედ ირანი და თურქეთიც, როგორ ავსებენ გაჩენილ ვაკუუმს.

ამ ეტაპზე გარდაუვალი დაპირისპირების არ მეშინია, რადგან რამდენიმე დამაიმედებელი ფაქტორია, კონკრეტულად კი ახალი დიალოგი თურქეთსა და სომხეთს შორის. თუმცა აშკარაა, რომ კავკასია აღიქმება როგორც მოსკოვის ექსკლუზიური ინტერესების სფეროდ და მე უფრო მეტად ამ რეგიონში არა ლიბერალური ძალების, კონკრეტულად რუსეთის, თურქეთისა და ირანის ზრდა მაშფოთებს”, – განაცხადა იან კელიმ. 

კელის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის მთავარ როლში გამოჩენა მისთვის შემაშფოთებელია. ამ ცალმხრივ პროცესს კი საკმარისი ყურადღება არ დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად შემაშფოთებელი და რასაც ყველაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მშვიდობისმყოფელ ძალად რუსეთის ერთპიროვნული გამოჩენაა. ახლადშემუშავებული მრავალმხრივი მექანიზმი „3+3 ფორმატი“ კი არ მოიცავს აშშ-ს, საფრანგეთს ან ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანას.

ამ ფორმატის ინიციატორი თურქეთი იყო და მიზანი თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით რეგიონის პრობლემების გადაჭრაა. კელიმ აღნიშნა, რომ საქართველომ იმ ფორმატში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს ჩართვაზე უარი განაცხადა.

„ბუნებრივია, რომ კონფლიქტის მხარეების გადასაწყვეტია, როგორ სურთ შეთანხმებამდე მისვლა, როგორ მოახერხებენ მშვიდობის შენარჩუნებას. თუმცა საბოლოო შედეგი აშშ-ისა და ევროპისგან გამიჯვნაა“ – აცხადებს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ბაიდენის ადმინისტრაციის საკმარის ძალისხმევას ან სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის შემუშავებულ სტრატეგიას, რაც მისთვის სამწუხაროა.

იან კელის თქმით, აუცილებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სავაჭრო ხაზში ჩართვა, განაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა რუსეთი და 3+3 ფორმატი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ მივეჩვიეთ სამხრეთ კავკასიისთვის სამხედრო უსაფრთხოების ჭრილში ყურებას, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ რეგიონს დამოუკიდებელ ეკონომიკურ ზონად უნდა აღვიქვამდეთ.

მჯერა, რომ აშშ-მ და ევროპამ უნდა გაიღოს ძალისხმევა, რომ კავკასიის ქვეყნები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გზაში ჩართოს და არა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ვაჭრობაში.

3+3 ჯგუფის კონფიგურაციაში კი ჩემი აზრით მიზანი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სავაჭრო გზაა, რომელიც რუსეთზე გაივლის.
ვიმედოვნებ, რომ აშშ და კონკრეტულად ვაშინგტონი და ბრიუსელი, შეიმუშავებენ სტრატეგიას, რათა კავკასიის ქვეყნები იმ სავაჭრო გზაში ჩართონ, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის” –  Infocom-თან ინტერვიუში განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved