ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რა ვირეშმაკები ხართ ხელისუფლებაში. სახლში რომ ვართ დარჩენილები მთელი ოჯახები, რა დიდი ფიქრი იმას უნდა, რომ ბევრად მეტი გვჭირდება დენიც და ბუნებრივი აირიც, ვიდრე ადრე გვჭირდებოდა. ამას გარდა, მხოლოდ მოხმარებაზე კი არაა, ვინც ადრე თუნდაც 200-ზე მეტს მოიხმარდა და იხდიდა, ახლა პრაქტიკულად უსამსახუროდ და უშემოსავლოდაა დარჩენილი და ახლა ვართ უმრავლესობა შავ დღეში.
განა ვერ ხვდებით ამას ხელისუფლებაში, ხვდებით, მაგრამ გაიძვერები ხართ და გკიდიათ ხალხი.
გადახედეთ არაერთ ქვეყანას, ამ საყოველთაო კარანტინში რა ვალდებულებებს იღებს ხელისუფლება გამოკეტილი მოქალაქეების მიმართ. თქვენ, კი, გაიძვერა ხელისუფლება ხართ, გაიძვერა.”
კომენტარები