• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახლა გინდ ევროკავშირის შანტაჟი დაარქვი, რაც გინდა დაარქვი, ეგრე მუშაობს ეგ კავშირი – ფული ბრიუსელშია და ვინც ფულს გაძლევს, იმას ანგარიში უნდა გაუწიო“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:53 10-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,466

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

 

– იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ, „იტალიის ძმებმა“ გაიმარჯვეს და პრემიერ-მინისტრი კოალიციის ლიდერი ქალი, ჯორჯა მელონი გახდა. ბევრი ფიქრობს, რომ მელონი ევროკავშირის ახალი ვიქტორ ორბანი გახდება, იტალია კი მეორე უნგრეთი, რომელიც შეეცდება დაბლოკოს რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ასე მოხდება?

– არა, ეგრე ვერ მოხდება. რაც მთავარია, მელონიმ უკვე დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ანექსია. ამ საკითხში ევროკავშირთან ერთად არის. ამის საპასუხოდ, იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა რუსეთმა. კი, მელონი ბევრ საკითხში არ ეთანხმება ევროკავშირის საერთო პოლიტიკას, მის ლიბერალურ მიდგომას ყველა საკითხში და მომავალში, შესაძლოა, ეს მათ შორის განხეთქილების მიზეზიც გახდეს, მაგრამ არა ახლა. იტალია პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. 2 წელი მთელი ეკონომიკა გაჩერებული იყო ქვეყანაში, საგარეო ვალებიც აიღეს და საშინაოც ბევრი დაუგროვდათ, დიდი ფული დახარჯეს სარეზერვო ფონდებიდან და არ ულხინთ. შესაბამისად, უჭირს იტალიას და ამ კრიზისიდან ევროკავშირის დახმარების გარეშე ვერ ამოვა. იტალიის წინა პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ, როგორც იქნა 200 მილიარდი გამოსტყუა ევროკავშირს და ცოტა სული მოითქვა ქვეყანამ, მაგრამ ეს ფული სრულად არ მიუღია იტალიას. ტრანშებად იღებს ამ ფულს და  ევროკავშირის რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებს მელონი და იმ რეფორმებს გაატარებს, რასაც მოსთხოვენ, მისცემენ, არადა, დაუბლოკავენ. ფულის გამო კი, მელონს ბევრის დათმობა მოუწევს. ახლა გინდ ევროკავშირის შანტაჟი დაარქვი, რაც გინდა დაარქვი, ეგრე მუშაობს ეგ კავშირი. თუ ფული გინდა, ფული ბრიუსელშია და ვინც ფულს გაძლევს, სულ მცირე, იმას ანგარიში უნდა გაუწიო. უნგრეთმა და პოლონეთმა დააგვიანეს რეფორმები და მილიარდები დაუბლოკა ევროკავშირმა. ვისაც არ უნდა ეგრე ცხოვრება, გავიდეს – დიდი ბრიტანეთი გავიდა და ამით არც ევროკავშირი დაქცეულა და არც დიდი ბრიტანეთი, მაგრამ არც იტალიაა დიდი ბრიტანეთი და მით უმეტეს, არც უნგრეთი. მერე, უნგრეთი 70%-ით არის რუსულ გაზზე დამოკიდებული, ეს იყო ორბანის რუსეთის მიმართ სიმპათიების მიზეზი, იაფი რუსული გაზი გვირჩევნია არაბული ქვეყნებისა და ამერიკულ თხევად ძვირ გაზსო, ამბობდა კიდევ. ახლა, როდესაც ევროკავშირმა საერთო ენერგოპოლიტიკა შეიმუშავა, ამ ზამთრისთვის გაზის მარაგების 80% შეივსო და ეს გაზი ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე გადანაწილდება, თან კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, ორბანიც კი აღარ იღებს ხმას რუსეთზე. მელონი ახლო მომავალში, სერიოზულად არ დაუპირისპირდება ევროკავშირს. შესაბამისად, უნგრეთის მსგავსად, ევროკავშირის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებსა და სხვა ღონისძიებების დაბლოკვასაც არ შეეცდება.

– ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს როგორ შეაფასებთ?

– ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ლუკაშენკო ძალიან ეშმაკი პოლიტიკოსია. პუტინმა ვერა და ვერ ჩართო უკრაინასთან ომში, არადა, ბევრს ეცადა. კი, ბელარუსმა ტერიტორიები მისცა რუსეთს, ბელარუსიდან იბომბება უკრაინა, რკინიგზა მისცა ჯარის გადასაყვანად, იარაღის უკრაინაში გადასატანად, მაგრამ ერთი ბელარუსი ჯარისკაცი არ გაუშვა უკრაინაში. ეს იყო გამოწვევა ქართული დიპლომატიისთვის. დღე და ღამ უნდა იმუშაონ ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ამან შედეგი უნდა გამოიღოს. შედეგი ის იქნება, რომ საქართველომ ევროპა და ამერიკა უნდა დაიყოლიონ, თუ ლუკაშენკო აღიარებს აფხაზეთს, მას სერიოზული სანქციები დაეკისრება,ზუსტად ისეთი, როგორიც რუსეთს დააკისრეს- ქვეყანასაც, ლუკაშენკოსაც და მის გარემოცვასაც. თუ ეს საფრთხე ვერ დაინახა ლუკაშენკომ, თუ იგრძნო, რომ დასავლეთის მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის გადატანილი, აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში მარტო აღმაშფოთებელი განცხადებებით შემოიფარგლება დასავლეთი, მაშინ აუცილებლად აღიარებს. მოკლედ, ლუკაშენკო უნდა მიხვდეს, რომ აღიარება დაუჯდება ძალიან ძვირად და უკან დაიხევს. პირველ რიგში, ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ დიპლომატიაზე.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved