• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ახლა გამიჭირდა და რა ბედნიერებაა, რომ შემიძლია, ვუთხრა: შვილო, ცოტა მასესხე-მეთქი – ქეთი ხუციშვილი

ალია ავტორი - ალია
14:24 05-19-2021
- მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

მსახიობი ქეთი ხუციშვილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაბრუნდა და მაყურებელს ძველებურად სახალისო და ცეცხლოვან სცენებს ჰპირდება. ამბობს, რომ ბევრს შრომობს და სამსახურის შემდეგ გართობას დასვენება ურჩევნია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ქეთის თქმით, ოჯახის შექმნა აღარ სურს და მეორე ნახევარს მარტო ყოფნა ურჩევნია.

ჟურნალ „თბილისელებთან” ქეთი ამბობს:

ხუთი ექვსი წლის წინ, ამ სფეროში რომ ფეხი შემოვდგი, ყველაფერზე ვნერვიულობდი. ჩემ შესახებ ცუდ კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რა დავუშავე ამ ხალხს ასეთ საშინელებებს და უზრდელობებს რომ მიწერენ-მეთქი. საქართველო ხომ პატარაა და ხომ შეიძლება, ის ადამიანი სადმე, სუფრასთან შემხვდეს, ერთმანეთი გავიცნოთ და მერე ხომ შერცხვება?! თუმცა, ახლა აღარ მოქმედებს ჩემზე ასეთი რამეები. იმხელა სიყვარულს ვგრძნობ ადამიანებისგან, ათი პროცენტიც რომ მლანძღავდეს, მაინც ანგელოზი გამოვალ (იცინის). ყველას ვერც ეყვარები. თან, ხშირად მსახიობი და პერსონაჟი ერევათ ხოლმე ერთმანეთში. ახლა პირიქით იწერება – უი, რა ლამაზიაო.

– მგონია, როცა გართობასა და დასვენებას ეხება საქმე, ძალიან გიჟი და მხიარული ხარ. ასეა?

– არა, სად ვერთობი?! ღამის ბარი მე არ ვიცოდი და არაფერი. გადაღებიდან პირდაპირ სახლში მოვდივარ და ათ საათზე ვიძინებ. შვიდი წელია, დასასვენებლად არ ვყოფილვარ. თბილისში ვიხრუკები, სიცხეში. ერთი დღით თუ წავალ სადმე. როცა ვიღლები, სახლში საწოლი მაქვს და წამოვწვები. ბარეღამ კი მინდა დასვენება და განტვირთვა, მაგრამ სად არის!?

– უკვე იმხელა შვილი გყავს, და-ძმას ჰგავხართ. როგორი ბიჭია?

– ბავშვობიდან ძალიან ზრდასრული ადამიანი იყო და ზუსტად ვიცოდი, რომ დინჯი და გაწონასწორებული იქნებოდა. ჩემს შვილთან პრობლემა არასდროს მქონია. კულინარია ისწავლა და ახლა სამზარეულოში მუშაობს, ხან ერთ რესტორანში, ხან – მეორეში და ხან – ბარში. უკვე ორი წელია, გვერდით მიდგას. მაგალითად, ახლა კაპიკი არ მქონდა და ბავშვმა თავისი ხელფასით ბენზინი ჩამისხა. ჩემს შვილს ფულს არასდროს ვართმევ, გამორიცხულია, მაგრამ ახლა გამიჭირდა და რა ბედნიერებაა, რომ შემიძლია, ვუთხრა: შვილო, ცოტა მასესხე-მეთქი (იცინის).

ცხოვრების ყველანაირად მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. დიდი ჩავარდნა მქონდა პირადულების გამო, მაგრამ ეტყობა, მაცადა ცხოვრებამ და ბოლოს მითხრა, მოდი, კარგ პალასაზე შეგაგდებო და ახლა ეს ხდება.

– ვნახოთ, აბა, კიდევ რაზე ჩავწერთ ინტერვიუს, რით გაგვაოცებ…

– იმაზე ნამდვილად არა, რომ გავთხოვდები. გამორიცხულია, ეგ მოხდეს. რად მინდა გათხოვება?! იმდენად მივეჩვიე – სახლში მოვდივარ, ჩემთვის ვარ, საწოლში ჩემს გემოზე გადავბრუნდები და გადმოვბრუნდები. როცა მინდა – ავდგები, როცა მინდა – დავწვები. კარგი რა, რა გათხოვება?! ასე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved