ჩინეთის ქალაქ უხანში, 17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მედიკამენტების მიღების გარეშე სრულიად გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ბავშვი 5 თებერვალს დაიბადა და იგი მაშინვე ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოდან პარასკევს გაიყვანეს.
გოგონას რესპირატორულ სისტემაში ინფექცია ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ კორონავირუსის სიმპტომები ბოლომდე დადასტურებული არ იყო, ექიმებმა მედიკამენტები არ მისცეს.
ექიმი ზენგი:
„მას არ ჰქონდა აშკარა სირთულეები სუნთქვის დროს, არც ხველა, ან სიცხე, ამიტომ ჩვენ მხოლოდ გულის მდგომარეობას ვაკონტროლებდით და ამისთვის ვაძლევდით წამლებს
ეს ყოველთვის გვახსენებს, რომ ყურადღება მივაქციოთ კორონავირუსის გადაცემის პოტენციურ გზებს – ვერტიკალურად, დედიდან შვილზე
ახლა ბავშვი როგორც ვირუსისგან, ისე გულის დაავადებისგან, სრულიად გამოჯანმრთელებულია.
ჩინეთში ექიმები შიშობდნენ, რომ ინფექცია შესაძლოა დედებიდან ბავშვებში გადასულიყო. ამ თვის დასაწყისში კორონავირუსის მქონე პაციენტმა ბავშვი გააჩინა, რომელსაც 30 საათის შემდეგ ვირუსი დაუდგინდა.
კომენტარები