• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი წლის ღამეს ერთი იღბლიანი ვაქცინირებული 100 000 ლარს მოიგებს – ვის აქვს შანსი „აიცერი და მოიგეს“ მორიგი გამარჯვებული გახდეს

ალია ავტორი - ალია
13:15 12-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ერთი იღბლიანი ვაქცინირებული 100 000 ლარის მფლობელი გახდება. შემაჯამებელი გათამაშება მთავრობის ინიციატივით დაწყებული   ვაქცინაციის  კამპანიის,  წამახალისებელი ლატარიის –  „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება.

ლატარიაში მონაწილეობის წესები მარტივია, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ერთხელ მაინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება, ავტომატურად „აიცერი და მოიგეს“ მონაწილეა. ლატარიაში მონაწილეობისათვის მოქალაქეს არც ბილეთის ყიდვა სჭირდება და არც სხვა რაიმე მოქმედება. საჭიროა მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. საკუთარ  და გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისას კი, შესაძლოა, 100-დან 100 000 ლარამდე თანხის მფლობელი გახდეს.

საქართველოს ლატარიის კომპანია ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებას 14 სექტემბრიდან ატარებს.  ლატარიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე მოქალაქე  მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.
შესაბამისად, რაც უფრო ადრე ჩაიტარებთ აცრას, მით მეტ გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას. ვაქცინირებულის ბილეთი გათამაშებაში მონაწილეობს, ვიდრე ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. თუმცა ამ შემთხვევაშიც თქვენ აგრძელებთ გათამაშებაში მონაწილეობას. მაგალითად, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში,  ბილეთი აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეული გათამაშება, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

„აიცერი და მოიგეს“  უკვე მრავალი გამარჯვებული ჰყავს. საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად, გამარჯვებას ზეიმობენ. გამარჯვებულთა უმეტესობისთვის  თანხის მოგება მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც ამბობენ, აცრა საკუთარი ჯანმრთელობის ზრუნვის მოტივით ჩაიტარეს და ამ გზით ფულად წახალისებას არ ელოდნენ.
ბოლნისელმა 72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილმა 10 000 ლარი მოიგო. გამარჯვების შესახებ  სასიხარულო ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო.  როგორც ის აღნიშნავს, თავდაპირველად ვერც კი დაიჯერა, რომ ასე მარტივად, მხოლოდ აცრით, ლატარიის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი ისტორია  აქვს თითქმის ყველა გამარჯვებულს, მათი ნაწილი „აიცერი და მოიგეს“ გათამაშებებს თვალს ადევნებდა, თუმცა არ ფიქრობდნენ, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული შესაძლოა, სწორედ ისინი გამხდარიყვნენ.
„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო გამარჯვება. ლატარიის შესახებ ვიცოდი, მაგრამ თუ მოვიგებდი, ნამდვილად არ მეგონა. თვალსაც არ ვადევნებდი და შეტყობინება მივიღე ტელეფონზე.
აგვისტოში ავიცერი, რომ დამეცვა საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა“,  – ამბობს მიხეილ ბენიძე, რომელმაც „აიცერი და მოიგეს“ გათამაშებაში 1000 ლარი მოიგო.

 უახლესი მონაცემების თანახმად, ვაქცინაციის კამპანიის წამახალისებელ ლატარიას, რომელიც მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს, უკვე 13 964 გამარჯვებული ჰყავს, ამ დროისთვის გაცემული საპრიზო თანხა კი 2 200 000  ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ თუ ჯერ კიდევ არ ხართ ვაქცინირებული ან, ამ დრომდე, „აიცერი და მოიგეს“ ერთ-ერთი გამარჯვებული არ გამხდარხართ, კვლავ გაქვთ მოგების შანსი.
ვაქცინაციის ჩატარების დღიდან – 27 დეკემბრამდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად, შესაძლოა, საპრიზო თანხის მფლობელი გახდეთ. ხოლო 31 დეკემბერს, შემაჯამებელ გათამაშებაში, გახდეთ ის იღბლიანი, ვინც 100 000 ლარს მოიგებს.

თეგები: ვაქცინაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved