• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი სკანდალი პროცესზე – 11 პირი ისე ჩასვეს ციხეში, რომ მათ შორის პირდაპირი კავშირი დადგენილი არც არის

ალია ავტორი - ალია
15:08 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,888

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი

დღეს ოფიციალურად დადასტურდა ის, რასაც დაკავებულები, მათი ოჯახები და ადვოკატები, აქტივისტები, მოქალაქეები ამდენი თვეა ამტკიცებენ – კერძოდ ის, რომ ამდენი თვეა 11 პირი კი დაკავებული ჰყავთ ჯგუფურად დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, თუმცა, საქმეში არც ერთი მტკიცებულება ამ 11 პირს შორის პირდაპირი კავშირის არსებობის არ არის.

დღეს პროცესზე საქმის მთავარმა გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა თქვა რომ „ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის“.

მისი განმარტებით, ორგანიზება ბრალდებულების მობილური ტელეფონიდან უნდა დადგინდეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, გაგზავნამდე კი მობილური ტელეფონები თავად არ დაუთვალიერებია.

ტელეფონში შემავალი/გამავალი ზარების შესახებ არსენ ხუნაშვილს კითხვები დაუსვა სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რის საპასუხოდ მოწმემ დაადასტურა, რომ ტერიშვილის ტელეფონში შემავალი/გამავალი ზარების ამონაწერი ანძებიდან არ გამოუთხოვია.

მოწმეს შეკითხვა დაუსვა კიდევ ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ:

ირმა ჭკადუა: ვალერი თეთრაშვილმა ტელეფონი ხომ გადმოგცათ და კოდიც გაგიხსნათ. არ გაინტერესებდათ იქნებ ვინმე მას მოწოდებას უგზავნიდა დანაშაულის, რატომ არ გახსენით ტელეფონი? თქვით რომ შეიძლება ყოფილიყო მობილური ტელეფონები რაიმე ინფორმაციის მატარებელი 9 თვე რატომ არ დადგინდა ეს?

მოწმე: ამ კითხვას მეექვსეჯერ ვპასუხობ. გამომდინარე იქიდან რომ ამოარქივებული ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამიტომ არ მოხდა ტელეფონის გახსნა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მოუწოდა მოწმეს, რომ იგივე კითხვაზე სხვა დაკავებულების კონტექსტშიც ეპასუხა.

„არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე პირი ერთად ჩანს. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს“, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

  • დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved