• რეკლამა
  • კონტაქტი
02:04, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი მოწმე ლილუაშვილის წინააღმდეგ – პროკურატურის განცხადება და ადვოკატის პასუხი

ალია ავტორი - ალია
17:06 07-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
459

ტვ პირველის ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში, დახურულ სხდომაზე ფინანსური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო რამიშვილი მიიყვანეს.

ის, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის საქმეზე გამოსაკითხად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა მისულიყო, ეს პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა მედიას სხდომის დაწყებამდე უთხრა და აღნიშნა, რომ მოწმე საგამოძიებო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე 2018 წლიდან 2025 წლამდე და 2025 წელსაც გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა.

„დღეს სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე, მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. მისი გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე მაქვს მე მოლოდინი, რომ ბრალთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. რაც შეეხება უშუალოდ დეტალებს, რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს მან სასამართლოს, ბუნებრივია მე ამ დეტალებში ვერ შევალ, რადგან ის ჯერ სასამართლოში დაკითხული არ არის.  დღეს დავკითხავთ.

ეს მოწმე ბრალდებული არ არის და მან მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ უნდა ისაუბროს. გარკვეული ინფორმაცია აქვს. მას ხშირი შეხება ჰქონდა სამსახურებრივად ლილუაშვილთან, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს და გარკვეული დეტალები არის, რისი მისი მხრიდან გადმოცემა საინტერესო იქნებოდა, ამ კუთხით არის ეს ადამიანი გამოკითხული და იგივე შინაარსის კითხვები დაესმება.

არ არის კონკრეტულად რაღაც ეპიზოდთან მიმართებით საუბარი. მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს პიროვნება იყო წარსულში ერთ-ერთი საგამოძიებო უწყების მაღალი თანამდებობის პირი, წარსულში, იმ დროს როცა გრიგოლ ლილუაშვილი იყო სუს-ის ხელმძღვანელი და აი მიმართულებით იქნება კითხვები დასმული. 

2018 წლიდან და 2025 წლის გარკვეული პერიოდშიც იყო ეს პიროვნება აღნიშნულ თანამდებობაზე”,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის თქმით, თუ პროკურატურის მიერ დასახელებულ მოწმეს,  ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულის შესახებ, მაშინ რატომ სარგებლოს ის დღეს მხოლოდ მოწმის სტატუსით და არა ბრალდებულის.

არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბატონ ლილუაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს რომელიმე ეპიზოდთან მიმართებაში დღემდე წარმოდგენილი არ არის. თუ რაიმე დანაშაულის შესახებ აღნიშნული მოწმე ფლობდა, ჩემთვის უფრო მეტად ის არის გასაკვირი, თუკი ის მოწმის სტატუსით არის წარმოდგენილი პროცესზე და არა ბრალდებულის. შესაბამისად, მე მოლოდინი მხოლოდ იმის მაქვს, რომ დასახელებული პირი არანაირად არ მისცემს და ვერ მისცემს იმგვარი ხასიათის და შინაარსის ინფორმაციას, რაზედაც გააკეთა ანონსი ბრალდებსი მხარემ”. -ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved