• რეკლამა
  • კონტაქტი
08:31, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალი არჩევნების” დაანონსება უნდა იყოს ლოგიკური “ძღვენი” 20 იანვრისათვის” – რას წერს ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:17 01-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
521
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
30 დეკემბრის პოსტში “დიდი ალბათობით” ვწერდი, რომ “ოცნება” -დაიწყებს სასიცოცხლოდ საჭირო “გადატვირთვას” ამერიკასთან-.
კინაღამ გამეცინა, როდესაც ივანიშვილის დღევანდელ “ეპისტოლეში” ზუსტად ეს სიტყვა ვიხილე ამერიკასთან მიმართებაში.
ეს სიტყვა დიაგნოზის ღერძს წარმოადგენს და პარანოიდული ლოგიკის თანამიმდევრობის ერთგვარ განსაზღვრას შესაძლებელს ხდის.
ანუ, მიუხედავად ყველაფრისა, “პაციენტი” თვლის, რომ ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს მისი მთავრობისათვის. ეს არ არის ურიგო რამ. ესეიგი, რუსეთ-ჩინეთ-ბელორუსია-თურქეთ-ირანის ღერძი “პაციენტისათვის” აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობად ითვლება.
“ეპისტოლე” 20 იანვრის “შესარიგებელი ძღვენის” დოკუმენტურ შესავალს წარმოადგენს. შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურად უნდა იყოს რაღაც მატერიალური ღირებულების მქონე “საჩუქარი”.
გრძელი ტირადა იმის შესახებ, რომ აწ უკვე სანქცირებულმა მინისტრმა, გომელაურმა შესანიშნავად გაართვა თავი “რევოლუციის აღკვეთას” ისე, რომ არავინ მოუკლავს და არავის ჯანმრთელობა “სერიოზულად” არ დაუზიანებია, ნიშნავს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს “პაციენტი” ამ კონკრეტულ ასპექტს; ტრაბახობს კიდეც ამით. ესეც კარგია და მიუთითებს იმაზე, რომ რობოკოპ-ტიტუშკების სისხლიან მოქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივებია შეტანილი. აქცენტი ამჟამად არაფიზიკურ რეპრესიებზეა აღებული.
ასე რომ, დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს უკანონოდ დაატიმრებულთა რაღაც ნაწილის “შეწყალება” და შემდეგ “ახალი არჩევნების” დაანონსება დეტალების დაზუსტების გარეშე. სწორედ ეს უნდა იყოს ლოგიკური “ძღვენი” 20 იანვრისათვის, რათა ახალ ადმინისტრაციასთან “გადატვირთვა” დაიწყოს.
და სწორედ აქ იქნება ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო, რადგან “ეშმაკი” ისევ დეტალებში იქნება ჩამალული და დეტალებზე დაკვირვება და სწორი აღქმა კი არც პოლიტიკური ოპოზიციის, არც ლიდერად აღიარებული პრეზიდენტის და არც მოპროტესტე საზოგადოების ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved