• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ – შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები

ალია ავტორი - ალია
15:14 06-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,790

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე, ერთიანობის მნიშვნელობაზე და გააკრიტიკა საქართველოში გარე ძალების ჩარევის მცდელობები. მან მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„ძალიან კარგი რამ მოხდა რამდენიმე დღის წინ. მართლაც გმირი ბიჭები არიან, რომლებმაც ეს სიხარული გვაჩუქეს. შეხედეთ, სულ ცოტა ხნის წინ, დადგმული სპექტაკლებივით რომ იყო და ძალიან ბევრი რომ გაიძახოდა – არა რუსულ კანონსო, ახლა ნახეთ რა ხდება, ყველა ხუთჯვრიან დროშებშია გახვეული – საქართველო, საქართველოო და ადიდებენ ღმერთს. რუსი ის არის, ვინც ამ კანონს [რუსულს] ეძახის. სხვა ქვეყნებს თუ შეუძლიათ თავიანთი კანონები ჰქონდეთ, არავის ეკითხება, არცერთ ქვეყანას ჩვენ რა კანონს მივიღებთ. ჩვენც უნდა ვისწავლოთ და ჩვენი დროშა წინ გამოვიტანოთ. ხუთ ჯვარზე ლამაზი რა უნდა იყოს. ხან რას და ხან რა რეზოლუციას იღებენ. მე არც ესტონეთის მიკვირს და არც ლიეტუვის, ჩვენზე ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ. შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები, თუ საქართველო გახდა დარტყმის ობიექტი, ისინი თავისთავად აირიდებენ დარტყმას. ჩვენ ამას ხელს ნუ შევუწყობთ.

ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღება უნდათ და ოპოზიცია ამბობს, ეს არ არის აქტუალურიო. ვენეციის კომისია გვირჩევს, თურმე კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და უმსგავსობა დავაკანონოთ. თუ კარგად მიაჩნიათ ეს, თავიანთ ქვეყანაში ჰქონდეთ, ჩვენთვის ეს სისულელეა და იმათთვის შეიძლება ჭკვიანური იყოს. ამას საქართველოში ვერ ეღირსებიან. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და მაგას არავის გავატანინებთ”, – აცხადებს მეუფე იაკობი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved