• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აიყვანა თუ არა ტყვედ აზერბაიჯანელი გენერალი სომხურმა მხარემ?

ალია ავტორი - ალია
15:38 09-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

სამხედრო ექსპერტი არცრუნ ოვანისიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელი გენერალი მაისა ბარხუდაროვა სომხეთის არმიამ ცოცხლად ჩაიგდო ტყვედ. ინფორმაციას გამოცემა “JAM NEWS” ავრცელებს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, სომხეთის სამხედრო ძალებმა შეძლეს პოზიციების გაუმჯობესება, თუმცა აზერბაიჯანის მხარე კონტრშეტევებს აგრძელებს.

„დილით ადრე, მძიმე საარტილერიო შეიარაღების შევსების შემდეგ, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები. ბრძოლა გრძელდება“, – აცხადებს სამხედრო ექსპერტი. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს მოწინააღმდეგისთვის არ მიუმართავს  მოთხოვნით, რომ თავისი სამხედროების ცხედრები გადაესვენებინა.

„სომხეთის არმიამ გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს მოკლული აზერბაიჯანელი სამხედროების ცხედრები. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჩვენს მხარეს დარჩა გარდაცვლილთა ცხედრები“, – ამბობს არცრუნ ოვანისიანი.

კითხვაზე, დასტურდება თუ არა, რომ სომხეთის მხარეს ტყვედ ჰყავს  აზერბაიჯანელი გენერალი მაისა ბარხუდაროვა, ექსპერტმა უპასუხა, რომ  სომხეთის მხარე არ ადასტურებს ცოცხალი ტყვეების შესახებ ინფორმაციას.

„რამდენადაც აზერბაიჯანელი სამხედროების ცხედრები ბევრია, სხვა ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

ამავდროულად, სამხედრო ექსპერტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ  აზერბაიჯანული მხარე ქალაქ მარტაკერტსა და მის მიმდებარე დასახლებულ  პუნქტებს ბომბავს. თუმცა ის უარყოფს აზერბაიჯანული მხარის გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სომხეთის მხარეს 100-ობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ოვანისიანმა დაადასტურა, რომ სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ნამდვილად ჰყავს.

2020NEWS.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved