ირანული მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერი ჩავლენ, ღონისძიებაზე ასევე მიწვეულია მიხეილ ყაველაშვილიც.
,გამოსამშვიდობებელ ცერემონიებზე
დასასწრებად ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ირანში ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსაც”, – წერს wanaen.
ოფიციალური განრიგის მიხედვით, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, თეირანის იმამ ხომეინის სახელობის მოსალას მეჩეთში დაიწყება და 5 ივლისის 20:00 საათამდე გაგრძელდება.
სამგლოვიარო ლოცვა კი 5 ივლისის დილას აღევლინება.
თეირანში, ყუმსა და ერაყში გამართული ცერემონიების შემდეგ, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს, მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.













კომენტარები