• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“აი, მაშინ შემეშინდა ისე, რომ მოვკვდი ერთი სიკვდილი, გავიფიქრე, მორჩა, დავბრმავდი…” – პაციენტის წერილი

ალია ავტორი - ალია
16:15 01-12-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,897

“ალიას” ესაუბრება 35 წლის ლაშა ხარაიშვილი, რომელიც ზაფხულის მიწურულს უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და დაბრმავების საფრთხის წინაშე დადგა.

ლაშა ხარაიშვილი:

ნადირობა ძალიან მიყვარს. შესაბამისად, მიყვარს სანადირო იარაღებიც. მოხდა ისე, რომ გილზი გამისკდა დატენისას. საფანტი მომხვდა ლამის მთელ სხეულზე, ხელში, მხარში, სახეზე და ორივე თვალში. ორივე თვალში გამჭოლი ჭრილობები მქონდა. რაიონში ვიყავი და რაიონულ საავადმყოფოში წავედი. სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდი, რომ რამე სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ვფიქრობდი, რამე მცირე პროცედურას ჩამიტარებდა ექიმი და ეგ იქნებოდა. ექიმმა გამსინჯა თუ არა, მითხრა რომ ბადურა მეშლება და უნდა წავიდე სპეციალიზებულ კლინიკაში. ასე მოვხვდი “ნიუჰოსპიტალსში”, სადაც პირველ რიგში გამსინჯა ვეტა კუზანოვა-ქავთარაძემ, რომელმაც მყისიერად გადამამისამართა ქირურგ მიხაილო გავურასთან და მითხრა, რომ სასწრაფო ოპერაცია მესაჭიროება. მაგ მომენტისთვის მხოლოდ ძლიერი შუქის გარჩევა შემეძლო და ისიც ბუნდოვნად. ბატონმა მიხაილომ ძალიან რთული ოპერაცია ჩამიტარა. არ ვიცი, მე, ჩემი უბრალო ენით, ამ ოპერაციას ვადარებ, კვერცხი რომ გაგიტყდეს და უკან დააბრუნო დაუზიანებლად ნაჭუჭში. რასაკვირველია, ოპერაციამდე სრული გარანტია არ მოუცია. თუმცა, მე მაინც ისევ იმედიანად ვიყავი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მხედველობა ოპერაციის დასრულებისთანავე აღმიდგებოდა. ოპერაციის მეორე დღეს ისევ სიბნელე რომ დამხვდა.

აი, მაშინ შემეშინდა ისე, რომ მოვკვდი ერთი სიკვდილი. გავიფიქრე, მორჩა, დავბრმავდი. გამსინჯა ექიმმა და თავადაც აღფრთოვანდა საკუთარი შედეგით. მითხრა, აღარ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა, მალე აღგიდგება მხედველობაო. დაახლოებით 2 კვირაში მართლაც აღმიდგა და მას მერე უკვე ლამის 5-ჯერ ვიყავი სანადიროდ, მაგრამ დაბრმავების შიში ჯერ კიდევ მაქვს. ვისაც არ გამოუცდია რაც ნიშნავს სრულ სიბნელეში ცხოვრება, თუნდაც მცირე ხნით, ის ამას ვერ მიხვდება. იმდენად მაქვს ეს შიში, რომ მართალია, უკვე აღარანაირი პროცედურა აღარ მჭირდება, მაგრამ ექიმ გავურასთან, რომელთანაც უკვე დავმეგობრდი ისევ დავდივარ. დაახლოებით 2 კვირის წინაც ვიყავი, კონსულტაციას გავდივარ და რომ მეუბნება, ყველაფერი კარგადააო, გულდამშვიდებული ვბრუნდები სახლში.

ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, მთელი კლინიკის. თუმცა, ყველაზე დიდი მადლობა, ექიმ მიხაილო გავურას, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა, ცხოვრების ბოლომდე ვერ დავივიწყებ.

იმ უბედურ შემთხვევას ახლა უკვე ხუმრობით ვიხსენებ, მეგობრებმა ვიდეო მაჩვენეს, სადაც ჩიტები მისდევენ მონადირეს და ვხუმრობ, რომ ჩიტებმა “სამაგიერო გადამიხადეს” ჩემივე საფანტით. თუმცა, ამ შემთხვევამ მასწავლა, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, როგორ შეიძლება ერთმა წუთმა გადაწყვიტოს დარჩენილი ცხოვრების ბედი და რა სიკეთე მოაქვს ექიმის პროფესიონალიზმს.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved