• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ეს ადამიანის მსგავსი არსება, ამ იარაღს იქნევდა შუა ქუჩაში” – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:50 07-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

ინფექციონისტი , მაია ბუწაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

აი ეს ადამიანის მსგავსი არსება, საცვალში ჩატენილი იარაღით რომ დადის თავისივე უბანში, ახლახანს ამ იარაღს იქნევდა შუა ქუჩაში (დიდ დიღომში) და ქუჩის ძაღლების დახოცვით იმუქრებოდა. ამ სცენას უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ესწრებოდა. როდესაც ვიდეოს გადაღება ვცადეთ, ისევ საცვალში ჩაიტენა იარაღი.

ამას ძაღლების ყეფაზე რომ პატარა გული შიშით უჩქარდება და იარაღს აძრობს, შეიძლება უცებ ბავშვის ტირილზე აეშალოს ნერვები და
ვინმეს დაახალოს, რა ვიცი.

ასეთებს კი არავინ სჯის, წლობით ციხეში ბანერზე მიხატვის და ხლაპუშკის სროლისთვის სვამენ ამ ქვეყანაში:( შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

პოლიცია გამოვიძახეთ და
იმის მაგივრად, რომ იარაღით მორბენალი კაცი მოძებნონ, დგანან უკვე საათზე მეტია და გვთხოვენ, რომ
პოლიციაში გავყვეთ და როგორც იციან ხოლმე, ათი საათი გვაყურყუტონ და ისევ ჩვენ დაგვაწყვიტონ ნერვები. რამდენიმე ადამიანი ერთი და იგივეს უყვება, ფოტო და ვიდეო ვაჩვენეთ და მათი ოპერატიული რეაგირება იმაში მდგომარეობს, რომ ძაღლებს უღებენ ვიდეოებს, როგორ ყეფენ (აღმოაჩინეს საშიში დამნაშავეები).

საკითხი იმაში მდგომარეობს ძაღლი მართლაც ყეფს თუ არა თუ იმაში, რომ
ვიღაც იარაღს იქნევს ქუჩაში?

ამიტომ არის, რომ ადამიანებს აღარ უჩნდებათ სურვილი პოლიციაში დარეკვის. ასეთ სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვართ, საათებიან დაკითხვას შედეგი მაინც არ მოჰყოლია.

პოლიციელებს მრავალჯერ დავუსვი შეკითხვა, რას აკეთებენ იმისთვის, რომ ამ წუთებში ის გადარეული იარაღიანი კაცი არ იყოს საშიში საზოგადოებისთვის და მპასუხობენ, რომ არ არიან ვალდებულნი ანგარიში ჩამაბარონ. თან ერთ-ერთმა პოლიციელმა იქვე დააყოლა, რა ინტრიგანი ხალხიაო.

ვიდეოს რომ ვიღებდი, ამაზე საშინლად აეშალათ ნერვები და მიმტკიცებენ, რომ ამის უფლება არ მაქვს. რატომ არ მაქვს უფლება, ამაზე განმარტებას არ იძლევიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved