• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, მართლა კინაღამ გაერთიანდა, აღშფოთდა მიშას პარტიაც, ისე აღშფოთდა, რომ მიშას დაკავებიდან ორთვენახევრის მერე შიმშილობა დაიწყო…”

ალია ავტორი - ალია
21:50 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

გიორგი ჯავახაძე, ალია

სექტემბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ მიშას ჩამოსვლამდე წერდა „ალია”, რომ მიშა უკრაინიდან ეძებდა ახალ ძალას საქართველოში, ახალს, ანუ, არანაცს! ის ამ ძალას ეძებდა ემიგრანტებშიც, მას სჭირდებოდა ის დასაყრდნობი, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, თუ დასჭირდებოდა, ადამიანები, რომლებიც მელიას და პარტიის პოლიტიკას გააკრიტიკებენ, ადამიანები, რომლებიც „ენმ”-ის ლიდერებს მიშას ღალატში დასდებენ ბრალს, რამდენჯერაც მიშას დასჭირდება. და ეს ჯგუფები ჩვენ ვიხილეთ, ემიგრანტების სახითაც და ისეც. ბევრი გამოთქვამდა ეჭვს, რომ მიშას წერილებს სხვა წერდა და სხვანაირად, რომ მიშას სურვილები და თხოვნები სხვა იყო, თუმცა, თუ განსხვავდებოდა მიშას ხედვები და თუ მართლაც სხვა მოთხოვნები ჰქონდა პარტიის ბელადს, მას ამის გაცხადება სასამართლო პროცესზე შეეძლო, რაც არ გააკეთა.

სააკაშვილი ჩამოვიდა და … ჯერ თითიც არ გაუნძრევია, რამდენიმე ვიდეო გადაიღო, მერე ატვირთა, მერე დაცვის გარეშე დარჩა სადღაც ბინაში, არავის შეეხმიანა, მაგრამ ის ტელეფონი ჩართო, საიდანაც ვიდეო გაავრცელა და მშვიდად დააჭერინა თავი… აი, მშვიდად დააჭერინა თავი და მერე გაგიჟდა, როგორ გამიბედეს დაჭერაო. აღშფოთდა მისი პარტიაც, ისე აღშფოთდა, ისე აღშფოთდა, რომ მისი დაჭერიდან 15 დღის მერე დიდი მიტინგი მოაწყო და 3 საათში დაიშალა… აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, მართლა კინაღამ გაერთიანდა. აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, რომ აღშფოთებულ თემურ ალასანიას, რომელმაც თქვა, რომ “ენმ”-მა ყველაფერი არ გააკეთა მიშას დასახსნელად, არაფერი უპასუხა. აღშფოთდა მიშას პარტია, ისე აღშფოთდა, რომ მიშას დაკავებიდან ორთვენახევრის მერე შიმშილობა დაიწყო… შიმშილობა დაიწყო და ბავშვებს ეწყინებათ, ნაძვის ხესთან ვერ დავჯდებითო… სანამ ნაძვის ხე დაიდგმებოდა, მანამდე არ იყო მიშა დაკავებული? ოქტომბერში დადგეს ნაძვის ხე? აღშფოთდა მისი პარტია და ისე აღშფოთდა, კინაღამ 4 დიდ ქალაქში მოიგო არჩევნების მეორე ტური… კინაღამ მოიგო და მერე კინაღამ წაგებული არჩევნები ოცნებას უღიარა და საკრებულოშიც შევიდა. მოგება და წაგება და ძმები არიანო, ნათქვამია და ამ პრინციპით, ბიძინა და მიშა ძმები გამოდიან, გენაცვალე! ძმებს კიდევ რა აქვს გასაყოფი, 9 ძმამ ერთი თხილის გული გაიყო და…

ხოდა, ზის სააკაშვილი და თითი თითზე არ დაუკარებია ჯერ. რევოლუციას აანონსებს და თარიღს არ ასახელებს. გათავისუფლებას ითხოვს და გათავისუფლების გზას არ ასახელებს. მომწამლესო ამტკიცებს და გორის ჰოსპიტალთან ისევ არ იბარებს მომხრეებს.

ჯერ საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბარი და მერე საყოველთაო ამნისტიაზე, ოღონდ, როგორც ახლა აღმოჩნდა, ეს საყოველთაო ამნისტია პოლიტპატიმრებს ეხებათ და არა ერთი პურის ქურდობისთვის დაკავებულ მამებს, ვისაც სახლში მშიერი შვილები ელოდებიან. დასავლეთმა სააკაშვილის საქმეში უკრაინის ომბუდსმენი მესამე მხარედ ჩართო და ოპოზიციამ კი გმირად აღიარა საქართველოს ომბუდსმენი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სწორედ უკრაინის ომბუდსმენმა გამოიტანა პირველი ცნობა ციხიდან, რომ მიშას ციხეში იმ დროისათვის სამი კრიზი ჰქონდა გადატანილი. ასე რომ, უკრაინის ომბუდსმენი დასავლეთში ამბავს წაიღებს, მტერს და ავს, ოცნებას ნინო ლომჯარია გაუხდება სანატრელი. იმასაც ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი მიშას შეწყალების ზღვარზეა და ოცნების აგრესიული ნაწილი კი, სალომესთან ომის დაწყებისთვის ემზადება, სწორედ ამიტომ ჩაანაცვლეს კუჭავა პაპუაშვილითო.

პარალელურად, თემურ ალასანია ჩამოვიდა და ვაიმეეე, თემური, ეგ ისეთი უბედურის ერთია, დაადუღებს ყველაფერს, დავიღუპეთო, ოცნების მომხრეებმა, რევოლუციას მოაწყობს ეგ, იმ 200 მხედრით, მიშამ რომ უკრაინიდან თითქოს ჩამოიყვანა და გადამალა და იმ იარაღით, სამეგრელოში, რომ იყო თითქოს გადამალულიო. წავიდა ალასანია და აყვირდნენ, აი, მხდალი ალასანია, გაიძურწა, არაფერი მაგას არ შეუძლიაო… ხოოო, ჩვენი წყაროს თქმით კი, ალასანიას ვისი ნახვაც უნდოდა საქართველოში – ნახა, ფულის ჩამოტანა უნდოდა და ჩამოიტანა, ოპოზიციის შეფუცხუნება უნდოდა და შეაფუცხუნა და უსიტყვოდ დასვა მშრალზე, პირდაპირი გაგებით, უკრაინის ომბუდსმენის საქმეში ჩართვა და დასავლეთის გააქტიურება კი, ალბათ, ოპოზიციის მასობრივ შიმშილობას მოჰყვა, ამერიკა და ალასანია რა შუაში იქნება…

ამასობაში, სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 7 ნოემბერს უკვე გარდაცვლილ კობა დავითაშვილს ღირსების ორდენი მიაწია, როგორც მსხვერპლს ისე გაძლევო, ანუ, რომ გცემეს, იმიტომ გაჯილდოვებო… როგორც ჩანს, მისთვის კობა დავითაშვილი – მხოლოდ ნაცემი კობა დავითაშვილია. როგორც ჩანს, თვლის, რომ კობას, არაფერი გაუკეთებია სხვა ამ ქვეყნისთვის, გარდა იმისა, რომ სცემეს. რა სირცხვილია! 7 ნოემბერს დააჯილდოვა, მაგრამ კობას ოჯახი ამ ჯილდოს გადასაცემად წინასაახალწლოდ, ნაძვის ხესთან დაიბარა და იქ გადასცა, (თითქოს მანამდე რამე დიდ საქმეს აკეთებდა), თან ბრძანა: – ახლა კობა ცოცხალი რომ იყოს, ეროვნული შერიგების პროცესის დაწყებაში ჩემ გვერდით იქნებოდაო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კობა წერდა, სამსახურიდან გამოაგდეს (სავარაუდოდ, ჩემი მწარე ენის გამო) და უფულოდ, უწამლოდ, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამ ქვეყანაში ერთი სიმართლის მთქმელი არ გინდათო? მაშინ, წაეყვანა მრჩევლად პრეზიდენტს კობა, თუ დარწმუნებული იყო, რომ მის გვერდით დგომას დაყაბულდებოდა. ან, რა იცის, რას ეტყოდა კობა დღეს, ცოცხალი რომ იყოს? რატომ რა, რაც სიცოცხლეში თქვა კობამ, ყველაფერში დაეთანხმა ოცნება? და იტყუებოდა, როცა წერდა, რომ სიმართლის თქმის გამო გააგდეს და გაიმეტეს?

მიგეცათ კობასთვის მედალი სიმართლის თქმისთვის, მაგრამ მერე იმის აღიარებაც მოგიწევდათ, რომ თქვენზეც სიმართლეს ამბობდა… 7 ნოემბერს კობას გარდა არავინ უცემიათ? და ლექსო ლაშქარავა და მაკო გომური არ არიან სისტემის მსხვერპლნი?

“ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო” – მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი
თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved