• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო” – მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:42 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

გიორგი ჯავახაძე, ალია

მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი

2021 წლის დაპირებული მუქარა, ღარიბაშვილს წინასაარჩევნო კამპანიას ჩავუშლითო, მუქარად დარჩა. მართალია, ჩვენი კოლეგები ამბობდნენ, სტუდიებში ფეხს არ შევადგამთ, სანამ 5 ივლისის საქმის ორგანიზატორები არ დაისჯებიან და პრემიერი არ გადადგებაო, მაგრამ… მერე ჯერ დაისვენეს, მერე სტუდიებშიც შევიდნენ, ახალი სტუდიებიც გააშენეს და ახალი „სისხლიანი“ პრემიერის მიერ დაჩაგრული, წინა „სისხლიანი“ პრემიერი მიიწვიეს კიდეც ეთერში.

დადოდა ეს ჩვენი პრემიერი ღარიბაშვილი და „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამო“ დაიმღეროდა, ერთი კითხვა არ მოეწონა და „გაიყვანეთ ეს ჟურნალისტიო“, უბრძანა დაცვას, კაციშვილი აღარ ეკითხება, როდის გადადგები, ბატონო პრემიეროო, თითქოს არ ყოფილა 5 ივლისი, თითქოს მანამდე, ივანიშვილს ბიუჯეტისთვის ძირის გამოთხრის ბრძანებით არ გაეგდოს.

სანამ მედია და ოპოზიცია ღარიბაშვილის ლანძღვით იყო დაკავებული, ქალაქების მერობის კანდიდატები მშვიდად, წყნარად, ტკბილად, თბილად ესაუბრებიან მოსახლეობას და უამრავ რამეს პირდებოდნენ. მშვენიერი ფარი იყო ღარიბაშვილი, ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა, 5 ივლისის მერე, ერთი ტალახით ნაკლები და ერთი ტალახით მეტი, მისთვის რაღა ბედენაა? როგორც კულუარულად გვიყვებოდნენ, ღარიბაშვილს ერთობ საპატიო მისია ხვდა წილად, საკუთარ მხრებზე გადაეტარებინა არჩევნების მტვერი და სიბინძურე, გადაფარებოდა კანდიდატებს და მათზე სასაუბროდ დრო აღარ დაეტოვებინა. იმასაც გვიყვებიან, რომ თუ ამ საქმეს ბოლომდე გაართმევს თავს, სერიოზულ ჯილდოს უნდა ელოდოს ივანიშვილისგან, იმ ივანიშვილისგან, რომელიც წასულია და ყური და თვალი აქ აქვს დაგდებული. სხვათა შორის, ხმები იმის შესახებ, რომ გაშავების სანაცვლოდ ივანიშვილი ჩინოვნიკებს, უფრო კონკრეტულად კი, პრემიერებს ფულს უხდიდა, პირველად არ მოგვდის, ერთ-ერთ წინა პრემიერს, როგორც „ალიას“ რამდენიმე წყარო უყვება, უკვე წლებია, პირობაც კი შესთავაზა, თუ 1 წელიწადი მაინც გაუძლებდა ტალახსა და რისხვას, 2 მილიონს ჩაახუტებდა.

რა გამოვიდა ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო პინგ-პონგიდან – აჰა, ბატონო, ღიად დევს და იხილეთ. კი ვიძახეთ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, დაანებეთ ღარიბაშვილთან თამაშს თავი, ამასობაში სერიოზული თემები რჩება ყურს და თვალს მიღმა-თქო და ვინ დაგვიჯერა. გადაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ თავზე ღარიბაშვილმა, მიიღო ყველა ტალახი, დიპლომატების გაბრაზებასაც კი არ მოერიდა და წავა ახლა თუ არ წავა, ამოცანა შესრულებულია.

ხო, ამასობაში, პრემიერმა კაზინოების რეკლამის წინააღმდეგ კანონი მიიღო და მედიის ნაწილი ამბობს, კაზინოებიდან მოტანილი სარეკლამო ფული ჩვენ გამოგვაცალესო… ხომ არავის დაგვიწყებია ხმები, რომ თავის დროს, პირველი პრემიერობისას, ღარიბაშვილს ერთ-ერთი კაზინოსთვის 8 მილიონის „შეწერა” ბრალდებოდა? „ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ყველაზე კარგად იცის, როგორ გამოიყენოს კაზინოს რეკლამა პოლიტიკური მიზნისთვის, ისე, რომ პოლიტიკოსი არსად გამოჩნდეს – ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო”, – გვიყვება ჩვენი წყარო, სწორედ ამიტომ ჩაჭრა ეს გზა. მოკლედ, როგორც გვიყვებიან, ღარიბაშვილის კაზინოს ფულით დაგებული გზა – სხვა პოლიტიკოსებმაც გამოიყენეს, იმათ, ვინც ღარიბაშვილის გუნდში აღარ არიან – სწორედ, ეს გახდა მისი რისხვის მიზეზი! რაც მთავარია, ეს გზა, ღარიბაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, როგორც გვიყვებიან, დანარჩენ ოპოზიციასაც მცირედით, მაგრამ გაუნაწილა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved