საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განცხადება გააკეთა:
„რაც შეეხება უგულავას საქმეს, რა თქმა უნდა, ადამიანურად ვწუხვარ, რომ ის კვლავ პატიმრობაში რჩება. სასამართლომ დაადგინა ბრალეულობა დიდი ოდენობით საჯარო ფინანსების გაფლანგვაზე. ვხედავ, რომ წარმოიშვა კითხვები ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და გამოგზავნა საქართველოში.
მე პარლამენტის თავმჯდომარე მოველი, რომ ბატონ უგულავას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა სასჯელაღსრულების სისტემაში, მას ექნება საშუალება ყველა იმ უფლებით ისარგებლოს რითაც სარგებლობენ მოქალაქეები და რაც არის გარანტირებული კანონმდებლობით.
მესმის ის წუხილი, რაც იყო გამოთქმული. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი მხოლოდ დროსთან, კონტექსტთან მიმართებაში ამახვილებდა ყურადღებას, ეს საკითხი ვფიქრობ, უნდა ამოიწუროს მიუკერძოებელი მისიის, ფაქტების შემსწავლელი მისიის დასკვნებით“
კომენტარები