ჟურნალისტი, მაია ცომაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“აი, როგორც კი შევიტყვე ტრავმატოლოგების შინ გაშვების (უკომპენსაციო და უვადოდ) ამბავი, კიდევ ერთხელ დაემუფლა საშინელი დაუცველობის შეგრძნება, ახლახანს კიდევ გავიგე ბოკერიას სახ. ჰოსპიტლის მთლიანად კოვიდ ცენტრად ათვისება, და კიდევ უფრო მეტად დავიზაფრე!
გამაგებინეთ, კოვიდის გარდა არაფერია სხვა პათოლოგიები? ადამიანმა მოიტეხა ფეხი, 112 გამოიძახეს, სასწრაფო- ჩვენ მაგისთვის არ გვცალია!, პაციენტი თავად გაუყვა გზას ტრავმატოლოგიურისკენ და ჰოი, საოცრებავ, და ყველა კოვიდ ცენტრად არის გადაქცეული.
კვლავ ზარი 112-ში გაიგოს რით უშველოს მოტეხილობას! პასუხი-არ იციან, მოტეხილობის დრო არაა! არ მგონია ვინმეს ესურვილებოდეს ინსულტი, ინფარქტი და სხვა”
კომენტარები