პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილა მოუწოდა მედიას, ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სასამართლოს, რომელიც, მისი თქმით, დამოუკიდებელია და გამჭვირვალედ მოქმედებს.
“რაც ხდებოდა 2012 წელს, როცა ქვეყანა ჩავიბარეთ, კარგად გვახსოვს. მას შემდეგ 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა.
ჩვენი რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, ჩვენი მეგობრებისგან, ყველაფერი თითქმის გავითვალსიწინეთ.
ინდივიდებს და ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ. რას ნიშნავს მურუსიძის სასამართლო? ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო. სასამართლო რეალურად იყო ნოტარიუსის ოფისი. მაგ დროს იყო რეალურად კუბლაშვილი და ადეიშვილი, მურუსიძე არავინ არ იყო მაგ დროს.
ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომელიც მაგ დროს მსხვერპლი იყო, უამრავი, ასეულობით მოსამართლე იყო სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი.”
კომენტარები