• რეკლამა
  • კონტაქტი
02:28, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აბუჩად იგდებდნენ, სიგარეტის ფულიც არ გაქვს შე ჩმოროო, მიაძახეს, სახეში სასმელი შეასხეს” – რას ჰყვება ჟურნალისტი მედიასთან

ალია ავტორი - ალია
13:31 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,401

ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე საგარეჯოში, ყოფილი სამხედროს მხრიდან ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე „პრაიმტაიმთან” საუბრობს და ამბობს:

„დამიკავშირდნენ ადგილობრივები, მომიყვნენ, რომ ჩაგვრას, ბულინგს, აგდებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ეს არ იყო ერთი-ორი ღამის უთანხმოების ამბავი, აბუჩად იგდებდნენ. ათუაშვილი დანებს აკეთებდა და ბაზარში ყიდდა, წინა დღეებში სიგარეტი მოუთხოვიათ მისთვის, მას უთქვამს რომ არ ჰქონდა. რაზედაც ასე მიუძახებიათ „რაო სიგარეტის ფულიც არ გაქვს შე, ჩმოროო?“ რა თქმა უნდა, პრეტენზია ექნებოდა მეომარ კაცს ამაზე, ენერგეტიკული სასმელი შეუსხამთ სახეში… “

 

ცნობისთვის, ზაიტა მიქატაძე, სოციალურ ქსელში, წერდა:

“საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის თაობაზე უამრავი ადამიანი დამიკავშირდა და გარკვეული დეტალები მომიყვა. დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაციები ეცოდინება გამოძიებასაც. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, არამც და არამც არ შეახოცოს ხელი გარდაცვლილ ათუაშვილს. თუ ეს საქმე მივფარცხეთ, ხვალ იგივე სატკივარი გამოგვიჩნდება. აქვე შორეულ წარსულში მომხდარ ერთ ტრაგიკულ შემთხვევასაც გავიხსენებ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტში მივიჩქარი. იმ დღეს ჩემი ფაკულტეტის მონაწილეობით კავეენი ტარდებოდა. მთელი სტუდენტობა იქ იყო. ლაბორატორიის მხრიდან ავაჭერი ეზოს და ვხედავ, ჩემგან 50 მეტრში ბიჭები შეკრებილან და ჩოჩქოლობენ. ერთ-ერთს სახანძრო კიბეზე გადაეწვინა ერთი ბიჭი. თვალი არ მომიშორებია, ისე გავაგრძელე სიარული. უცებ გასროლის ხმა გავიგე. წამში აიშალნენ და გაიქცნენ. სანამ დაჭრილი შემოტრიალდებოდა, მანამდე მასთან გავჩნდი და წელში შევუდექი. ხელში გაშლილი დანა ეჭირა, “ლისიჩკას” რომ ეძახდნენ. ეს დანა შენთან იყოსო, ძლივს ამოილუღლუღა. იმის შემდეგ რამდენიმე წუთი იცოცხლა და ხელში ჩამაკვდა. იცით, რატომ გავიხსენე ეს ფაქტი? იმ ბიჭს ეგონა, ამ დანის გულისთვის პასუხს მაგებინებენო და მე იმიტომ მომცა დასამალად. არ ვიცი, დაჭრიდა თუ არა იგი თანამოჩხუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ გაშლილი დანა მის სხეულზე ჰქონდა მიბჯენილი. მისი სიკვდილი ჩემთვის ერთი ტრაგედია იყო, მაგრამ დღეს ცივი გონებით რომ ვუყურებ, შესაძლოა, თვითონ გამხდარიყო მკვლელი, რომ დასცლოდა. აქედან გამომდინარე, მინდა, პარალელი გავავლო საგარეჯოს ტრაგიკულ ღამესთან და ვიკითხო? – რატომ და რა მიზნით დაიბარეს უბნის ბიჭებმა შუაღამისას ნოდარ ათუაშვილი საქმის გასარჩევად?! რა უნდა მომხდარიყო საქმის გარჩევის დროს და რით შეიძლებოდა დასრულებულიყო იგი?! რატომ გახდა ნოდარ ათუაშვილი უბნის ბიჭების დაცინვის ობიექტი?! ვინ და რატომ შეასხა მას ამ საშინელ ტრაგედიამდე სახეში აქაფებული “რედბული”?! რატომ გააყოლებდნენ ხოლმე მას დამცინავ მზერას, როცა უბანში გაივლიდა?! რატომ ეძახდნენ ჩმორს და საერთოდაც, რა ურთიერთობა ჰქონდათ მასთან, ან რა იცოდნენ მის შესახებ ისეთი, რამაც მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაუჩინათ?! რატომ მალავდნენ მეზობლები სასაკლაოს დატრიალებამდე მომხდარი ჩხუბის ფაქტს?! რისი დამალვა უნდოდათ მათ და ვისთან და რასთან მიიყვანდა გამოძიებას ეს დამალული სიმართლე?! თუკი მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობა იყო ნოდარ ათუაშვილის გადარევის მიზეზი, რატომ იძახდნენ “ავადმყოფი” კაცის გვამზე, სანაგვეზე გადააგდეთ, ან ძაღლებს მიუგდეთ საჯიჯგნათო?! პირველ რიგში ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რომ გავიგოთ, მართლა გიჟი იყო იგი თუ ძალით მიიყვანეს მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდე?!
რაც შეეხება დანაშაულის პრევენციას, სად იყო სამეზობლო ან სამართალდამცველი ორგანოები, როცა ათუაშვილი იარაღითა და ტყვია-წამლით მარაგდებოდა?! სად იყო სამეზობლო მაშინ, როცა მისი სახლიდან წივილ-კივილის ხმა გამოდიოდა და ცოლს მოკვლით ემუქრებოდა?! ჰქონდა თუ არა მას შემაკავებელი ორდერი გამოწერილი და თუ არ ჰქონდა – რატომ?! და ბოლოს და ბოლოს, თუკი კაცი ეჭვიანი და ჭკუიდან გადასული იყო, რატომ ეუბნებოდნენ უბნის ბიჭები, შენს ბ…. ცოლს მიხედეო?! არის თუ არა ეს ადამიანის ძალით გადარევის მცდელობა იმის ნაცვლად, რომ “მოძალადე” ქმარს, მამას თუ მეზობელს პირიქით, მორიდებოდნენ?! იმედი მაქვს, გამოძიება ამ კითხვების პასუხებს ბუნდოვანს არ დატოვებს. მე, ჩემი მხრივ, ვაგრძელებ გამოძიებას იმ მუქარებისა და ლანძღვა-გინების მიუხედავად, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა ამ დღეებში. სიმართლე ხშირად ტყვიის ქვეშ მიწერია და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.”
თეგები: საგარეჯო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved