• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ა”, “ბ” და “ც” გეგმა – “4040 საწოლი გვექნება მზად – ღმერთმა ნუ ქნას, ამაზე მეტი დაგვჭირდეს”

ალია ავტორი - ალია
14:45 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, განცხადებას ავრცელებს:

მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა, ბოლო პერიოდში, ისმოდა კითხვა, ჟურნალისტებისგან, პოლიტიკოსებისგან – გასაგებია, რასაც აკეთებს დაავადებათა კონტროლი, ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ რამდენად მზად არის ავადმყოფების რიცხვის მატების შემთხვევაში, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი. არსებობს თუ არა მზადყოფნა, გეგმა და ამ გეგმის ეტაპები. საკმარისი იქნება, თუ არა იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც შესაძლოა წარმოიშვას ავადმყოფების ზრდის შემთხვევაში?

არც ერთი შეფერხება ჯერ, საეჭვო პაციენტის დიაგნოსტიკაზე არ ყოფილა. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც შესაძლო შემთხვევების პაციენტს ასეთ მოკლე დროში უკეთდებოდეს ყველა ანალიზი, ლუგარში ტესტირების ჩათვლით. 24 საათიც არ ყოვნდებოდა პაციენტი, 18 საათში უკვე გამოკვლეული იყო.

მაგრამ, ერთია ეს 30 პაციენტი და მეორეა – შესაძლო 500-ან მეტი შესაძლო შემთხვევა – რისთვის არის ჰოსპოტალები მზად? – დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე, აქამდე თუ ინფექციური საავადმყოფო იღებდა პაციენტებს, გადაწყდა, პირველი რიგის მიმღებები იქნება 5 საავადმყოფო – ინფექციური საავდმყოფო – სადაც უკვე წევს 27 პაციენტი და ერთი ამდენის მიღება კიდევ შეგვიძლია, საუნივერსიტეტო კლინიკა, ე.წ. მე-8 საავადმყოფო, მთლიანად დაიცლება, სერიოზული რესურსია, 140 საწოლამდეა, ძალიან კარგი რეამინაციული განყოფილება აქვს, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, კარანტინში მყოფნი სხვა სივრცეში გადავლენ, და რესპუბლიკური გახდება მიმღები პაციენტების და გორის ჰოსპიტალი, სადაც ასევე არის დაახლოებით 140 საწოლი, და მეხუთე ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლია გამოყოფილი – 4 სახელმწიფო დაქვემდებარების კლინიკა და + ბოჭორიშვილი, ამ ეტაპზე კერძო სექტორს არ აწუხებენ – 440 საწოლის რესურსი გვაქვს დაახლოებით – უკვე მობილიზებულია, გადაწყვეტილია და გამოყოფილია. ხვალ უკვე იქნება მზად.

დღეს არის 30 ავადმყოფი, თვენახევარია, რაც საქართველომ დაიწყო პაციენტების მიღება და 440 საწოლია უკვე მზად. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ორ დღეში 400 საწოლი გაივსოს, 2-3 კვირა ეს საწოლი იქნება საკმარისი და შეიძლება საერთოდაც გვეყოს.

გვაქვს ასევე გეგმა “ბ” – კერძო სექტორი, რომელთანაც პრემიერმა გამართა მოლაპარაკება და წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში – როგორიცაა, ღუდუშაურის, ევექსი, ავერსი, პსპ- მათთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება, რომ ისინი გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3 600 ადგილს, მიაქციეთ ყურადღება, 440 საწოლი ხვალ მზად გვექნება და მოთხოვნიდან 2 დღეში 3600 საწოლი იქნება თავისუფალი. ორშაბათს არის შემდეგი შეხვედრა დაგეგმილი. საბოლოოდ ჩამოყალიბდება სქემა, რომელი იქნება ეს კლინიკები, ისინი თავად შეარჩევენ ადგილმდებარეობას რომელი კლინიკას გამოათავისუფლებენ, მათ შორის რეგიონებში.

ძალიან მოკლე მომავალში სულ იქნება 3600 საწოლს + 440 საწოლი, ასე რომ სულ გვექნება 4040 საწოლი და ღმერთმა ნუ ქნას, ამაზე მეტი დაგვჭირდეს.

თუ შევხედეთ, რომ ესეც არ არის საკმარისი, არსებობს გეგმა “ც” – კერძო სექტორი მთლიანად დაცლის კლინიკებს, ეს წინასწარი შეთანხმებაც არსებობს!

ინფექციური საავადმყოფო განსაზღვრული იყო პირველად მიმღებად და ასეთად რჩება, მაგრამ არასოდეს ყოფილა ინფექციური ერთადერთი მიმღები, როგორც კი გაივსებოდა, გადანაწილდებოდა, ახლა გავსებასაც არ დავუცდით, პირდაპირ გავანაწილებთ.

შეიქმნა კლინიკური მართვი ერთიანი საბჭო, საუბრობდნენ, რომ რეგინებში არ იციან როგორ უმკურნალონ ამ დაავადებას, არ არიან გადამზადებულნი, დაიდება გაიდლაინი, პროტოკოლი, გავრცელდება ლექციები, ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. გავითვალისწინეთ ყველა ქვეყნის გამოცდილება. განხორციელდება ერთიანი მართვა.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved