დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 5-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები მსუბუქად არ მიდის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები