საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:
შემოსულია ფაიზერის 29 250 დოზა, ფაიზერზე ეს გაიყო ორ ნახევრად, რახან უახლოეს პერიოდში ფაიზერის დამატებითი დოზები არ შემოვა, განსხვავებით ასტრაზენეკასგან, ამიტომ აცრილია ფაიზერით ქვეყანაში დღევანდელი ეტაპისთვის 13 782 პიროვნება და მეორე დოზით 4 397, ანუ ერთად 18 000 დოზა ფაიზერის უკვე დახარჯულია, ანუ 10 000 ცოტა მეტი დარჩენილია, რომელიც შენახულია დამატებით ადამიანებისთვის.
ფაიზერით იცრებიან სამედიცინო მუშაკები და 55 წლის ზემოთ, ასევე გამოიყო ერთი ჯგუფი, რომელიც ფაიზერით იცრება, ესენი არიან ორგანოგადანერგილები, აქედან გამომდინარე, ვნახავთ, რეზერვში ვიტოვებთ რამდენიმე ასეულ დოზას, მოგეხსენებათ, შეიძლება დანაკარგი იყოს გარკვეული, რომ ყველა ადამიანმა ვინც მიიღო ფაიზერის პირველი დოზა გარანტირებული იყოს 21-28 დღის განმავლობაში მეორე დოზის მისაღებად, ამიტომ იანგარიშეთ, რომ ფაიზერისთვის დამატებითი დოზები თითქმის აღარ იქნება, შეიძლება დარჩეს რამდენიმე ათეული.
კომენტარები