• რეკლამა
  • კონტაქტი
08:59, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცნობი და შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან

ალია ავტორი - ალია
15:51 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვენ და მათ თავდებში უდგებიან, როგორც თავად ამბობენ, 2000 ადამიანთან ერთად. 

როგორც შაქარაშვილი და გაჩეჩილაძე ამბობენ, ისინი ხელმოწერებით მივლენ სასამართლოზე და თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ. 

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. 

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

ვახო სანაიას თავდამსხმელები მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა. 

ვატო შაქარაშვილი და გია გაჩეჩილაძე მოძალადეებს “პოლიტ-მედია პატიმრებს უწოდებენ” და ამბობენ, რომ ისინი “პოლიტ-მედია ტერორისგან” უნდა დაიცვან. 

“მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები პარლამენტის შტურმის, ავტორები კრიმინალები და ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე, უდანაშაულობის პრეზუმციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოაცხადეს და გირაოზეც კი უარი ეთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტ-მედია ბულინგს”. – თქვეს მათ. 

ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სადაც შაქარაშვილი და გაჩეჩილაძე ხელმოწერებს მიიტანენ, ვახო სანაია არ დაესწრება – ის გამოკითხვაზე ჯერ დაბარებული არ არის – სასამართლოში მაშინ გამოცხადდება, როცა დაიბარებენ. 

თეგები: ვახო სანაიაუცნობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved