• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენ ისევე აზროვნებთ, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი აზროვნებდა 2008-ში – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
13:53 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.”-კახა კუჭავა

ძალიან ცუდად დაიწყო თავისი მოღვაწეობა!

არ შეიძლება დადარდიანებულ, შეურაცხყოფილ, ისედაც აფეთქების ზღვარზე მყოფ ადამიანებს, ასე უტიფრად შეაყარო თვალებში ნაცარი!

ჩვენ მძიმე დროება გვიდგას! ხელაღებით ხდება ღირებულებების და მარადიული ცნებების აღრევა და გაცამტვერება!

დემოკრატია!

თქვენ შეურაცხყავით ეს ფასეულობა! დემოკრატია დამთავრდა იქ, სადაც იძულებით, უცხო ქვეყნის ზეწოლით, ქართული პოლიტიკური სპექტრის უნიათობით, პოლიტიკური ოპორტუნიზმით და სკამის დაკარგვის შიშით ხელი მოეწერა ქართული სახელმწიფოს კრახს!

პოლიტპატიმარი!

თქვენ წაბილწეთ პოლიტპატიმრის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცნება! თქვენ ვერ და არ დაიცავით სამშობლოსთვის თავდადებული, რუსეთის დამპალ გულაგებში ნაწამები ქართველი გმირების ეს საამაყო წოდება! პოლიტპატიმარი ქართველი ხალხისთვის მერაბ კოსტავაა!!! გესმით! მერაბ კოსტავა! თქვენ კი, ის გაუთანაბრეთ მკვლელს, ბიუჯეტის მღრღნელსა და სააკაშვილის ვირთხებს! თქვენ ღირსება შეულახეთ ეროვნულ- განმანთავისუფლებელ მოძრაობას! საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას!

და აი, ახალი თავხედობა, რომელიც იკადრეთ!

“მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.”-კახა კუჭავა

თქვენ, ეტყობა, არც კი იცით რას ნიშნავს გამარჯვებული ხალხი და ქვეყანა!

ვერ იქნება გამარჯვებული ქართველი კაცი, რომელსაც კანონს და კონსტიტუციას გაუბახებენ!

რომლის არჩეულ პარლამენტსაც ნიფხავჩახდილს მიაყენებენ ხელისმოსაწერად!

ქართველი ხალხი ვერ იზეიმებს მკვლელი რურუას გათანაბრებას ქართულ სახელმწიფოსთან!

თქვენ, ისევე აზროვნებთ, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი აზროვნებდა 2008-ში, როდესაც “გამარჯვებულ” ხალხს და ქვეყანას რუსთაველზე ამღერ-აცეკვებდა!… იქ კი, რუსული ტანკების მიღმა, დაბომბილი საქართველოს მიწაზე, ჩვენი შვილების გვამები ეყარა, რომელსაც საქართველოს პატრიარქი წესს უგებდა და დასტიროდა.

მოეშვით ამ “დღესასაწაულს ჭირის ჟამს”!

მოეშვით ფაქტების, ცნებების, ღირებულებების აღრევას!

საკუთარ ღირსებაზე უარის თქმა არ გაძლევთ უფლებას, ღირსება აყაროთ მთელ ერს!

დაფიქრდით მანამ, სანამ შეურაცხყოფილი საქართველო გადაწყვეტს გასწავლოთ ჭკუა და დაგანახოთ, როგორია გამარჯვებული ხალხი და ქვეყანა!”

თეგები: კახა კუჭავახათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved