• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამით აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნება შავ ზღვაში, წითელი ხაზების გავლების დრო დადგა – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:38 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე და რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“დასავლეთი ასე აქტიურად არასოდეს ჩარეულა არც საქართველოს და არც უკრაინის საქმეებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში ძალიან სერიოზული პროცესები მიდის. საზოგადოდ, მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, წითელი ხაზების გავლების დრო დადგა. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამერიკა გათვლებს აკეთებს არა მოკლევადიან პერსპექტივებზე, არამედ ფასეულობებზე. ეს არის: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა. ამას ხედავს ევროპა და იზიარებს ამ პოზიციას. ის, რაც საქართველოში ხდება, რეგიონში მიმდინარე პროცესების შემადგენელი ნაწილია. დასავლეთი დღეს ყველაფერს აკეთებს რუსეთის შესაჩერებლად. გაჩერებაში მხოლოდ სამხედრო ძალის შეკავებას არ ვგულისხმობ, “რუსული ცივილიზაცია”, რუსული მენტალიტეტი არ უნდა გავრცელდეს რეგიონში!.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გაიაზრონ, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან. ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვართ. საქართველო ან ბუნებრივი განვითარების გზისკენ დაბრუნდება და ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება, ან ალტერნატივად რუსეთი უნდა ავირჩიოთ. გაჯიუტებით არაფერი გამოვა, არადა, ორივე მხარეს არიან გაჯიუტებულები. თვითმმართველობის არჩევნებზე თუ ისევ შეეცდებიან გაყალბებას, ყველაფერი ისევ ყირაზე დადგება. სამწუხარო ის არის, რომ დასავლეთი ოპოზიციას, ხელისუფლებას და ამომრჩეველს ცალ-ცალკე არ აფასებს, ერთიანობაში განიხილავენ ქვეყანას. დღეს კი კარგად არ გამოვიყურებით. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ევროპელებს, რომ ერთმანეთთან დასალაპარაკებლად დავესვით… 90-იან წლებში დასავლეთი ვერ იქნებოდა ასეთი აქტიური, რადგან ჩვენ არ ვიყავით მზად მათ მოსასმენად, ავტომატებით დავრბოდით და ერთმანეთს ვხოცავდით. ევროკავშირიც არ იყო ჩამოყალიბებული, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი საზღვრები. ჩვენი ძალიან დიდი დანაშაულია, რომ თავად არ მოვინდომეთ სახელმწიფოს აშენება. ახლაც გვიჭირს, იმისდა მიუხედავად, რომ დასავლური სამყაროს დიდი ნაწილი ჩვენს გადარჩენას ცდილობს.

მოსკოვმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, რომ ჯარს გამოიყვანს ყირიმიდან, თუმცა ჯერ საამისოდ არაფერი კეთდება. რუსეთის დაუძინებელი მტერი, ფინეთის ლიდერი კარლ გუსტავ მანერჰაიმი, რომელიც მეფის რუსეთის ყოფილი გენერალი იყო და ძალიან კარგად იცნობდა ამ ქვეყანას, ამბობდა: “რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ენდოთ, როდესაც მათ საფლავებზე ჩარჭობილი ხის ჯვრებიც კი დალპება და მტვრად იქცევა”. ჯერ არავინ იცის, შეასრულებს თუ არა სიტყვას. ჩვენ ხომ გამოვცადეთ მათი სიტყვის ფასი 1920 წელს გაფორმებული “მეგობრობის ხელშეკრულებით”, 1993 წელს აფხაზეთში გაფორმებული ხელშეკრულებით… რომც შეასრულონ, რუსეთის არსი შეიცვლება? ჯარი ისევ დარჩება მთავარ ინსტრუმენტად რუსეთის მმართველთა ხელში, რათა ნებისმიერ დროს შეიჭრან მეზობელ ქვეყნებში. ასე რომ, დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა ვიმოქმედოთ.

რაც შეეხება შავი ზღვის გარშემო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, წესით, ამას დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს ჩვენი ხელისუფლება. თურქეთი ხან რუსეთთან, ხან კი ამერიკასთან არის დაპირისპირებული, ხან პირიქით, მოკავშირეა. მონტრეს ხელშეკრულება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ეს თემა საქართველოს უსაფრთხოებისთვის შესაძლოა გადამწყვეტიც იყოს. მონტრეს კონვენცია შავ ზღვაში სამხედრო გემების ყოფნას არეგულირებს და ზღუდავს არაშავიზღვისპირა ქვეყნებისას (უპირველესად აშშ-ის) როგორც ტონაჟით, ისე დროში. ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, აცხადებს, რომ შესაძლოა გადახედოს მონტრეს ხელშეკრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნება შავ ზღვაში. ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს, მას არც ერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაში… ჩვენს რეგიონში პოლიტიკა ძალიან დინამიკურია, მოვლენები სწრაფად ვითარდება და იცვლება. სამწუხაროდ, საქართველო ძალიან ჩაკეტილია, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მძევლებად ვართ ქცეული და გარეთ ვეღარ ვიხედებით.

დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში დასაყრდენი სჭირდება ისეთი ქვეყნის სახით, სადაც მოსახლეობის უმეტესობას პროდასავლური განწყობა აქვს. საბედნიეროდ, კავკასიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პროდასავლური განწყობა ძლიერია. გარდა იმისა, რომ ამერიკას საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობის წყალობით შესაძლოა სამხედრო ბაზების განლაგებისთვის დასჭირდეს, დასავლეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგომატარებლების ტრანსპორტირებასთან, საზოგადოდ, სატრანსპორტო დერეფნები.

ჩვენი ხელისუფლება უპირველესად, დასავლეთის მითითების გარეშე, საკუთარი ნებით და ინიციატივით უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ ბედქვეშ მყოფი, საერთო საფრთხის მქონე ქვეყნები ვართ და დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება; უნდა მოიწვიონ უშიშროების საბჭო, სადაც შეფასდება ვითარება და განიხილავენ პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებს. შემდეგ ამ სცენარებზე საქართველოს რეაგირების გეგმა უნდა გაიწეროს. სამწუხაროდ, ასე არ ხდება, რადგან ჩვენს პოლიტიკოსებს სახელმწიფოებრიობის აღქმა არა აქვთ. არ მომბეზრდება იმის შეხსენება, რომ ქვეყანას, რომლის გარშემო სულ საფრთხეებია, არა აქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს ნონსენსია”

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved