• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანაშვიდი გამოგვიცხადეს ზეიმად – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:39 04-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

“გამონაყარი რომ გვაქვს სახეზე, მაკიაჟი კი არ უნდა გადავისვათ, გავიგოთ რა პრობლემა გვაქვს, სავარაუდოდ. კუჭნაწლავიდან მოდის და უნდა ვიმკურნალო… ასე ზოგადად, მკურნალობ მიზეზს და არა სიმპტომს.

ის, რომ დეპუტატები პარლამენტში არ შედიოდნენ, იყო მხოლოდ სიმპტომი… ის, რომ ქვეყანაში ნდობის კრიზისია, ამაზე ყველა წერს. პოლიტიკოსების მხრიდან, ეს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, სამკურნალო ნდობის კრიზისია და რა ის, რომ ხათუნა სამნიძე, ან ბადრი ჯაფარიძე რუსთაველის 8 ნომერში არ დადიან სამსახურში. ის რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი, რთული იქნება იმ პოლიიტიკოსებისთვის, რომლებმაც დაარღვიეს ოპოზიციის კოორდინაცია და პანაშვიდი გამოგვიცხადეს ზეიმად. არაფრით ეს შეთანხმება ჩიხიდან გამოსვლას არ დაეხმარა, პირიქით, ნდობა შემცირდება, იმ პოლიტიკოსების მიმართაც კი, რომლებიც თითქოს კოროდინაციას იჩენდნენ და ამომრჩეველს უხაროდა, რომ ისინი ერთიანები იყვნენ პოზიციაში.

უკანა რიცხვით იმის მტკიცება, რა იყო მაქსიმუმი და რა არ იყო, არასერიოზულია. მე მიმაჩნია, რომ როგორც იმის წინა დოკუმენტი გაუმჯობესდა, ისე გაუმჯობესდებოდა ეს დოკუმენტიც. როგორც თავის დროზე მელიამ შექმნა ის გარემოება, რომ პროცესი ისე დაიძრა, არავინ ელოდა, ასე უნდა გამოგვეჩინა ჩვენც ნებისყოფა.

დღეს პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა და რეალურად რას მოაწერეს ხელი პოლიტიკოსებმა, ისიც არ იციან. გამოჩნდა სამოქალაქო ორგანიზაციების არასერიოზული დამოკიდებულებაც პროცესის მიმართ, რომლებიც უკიჟინებდნენ ოპოზიციას ხელი მოაწერეთ შეთანხმებაზეო და ახლა ამბობენ რომ ამნისტიაზე ხელი არ უნდა მოეწერათ.

როცა ეროვნული თანხმობა დგება, ადამიანები ერთმანეთს უპატიებელს პატიობენ, ამაშია ამნისტიის არსი, ოღონდ, ეს ხდება მაშინ, როცა სუფთა ფურცლიდან იწყებ და ჩვენმა პოლიტიკოსებმა 2 პროცენტიან ბარიერში გაცვალეს ამნისტია? ასეთი მასშტაბური რაღაცა მოხდა, რომ ადამიანებს რომ თვალები დათხარეს, იმათ უნდა ეპატიოთ და ახლა იტყუებიან, რომ თურმე ამას არ გულისხმობდნენ?

ამ ქვეყანაში იყო ნდობის კრიზისი და დღეს ნდობის კრიზისი გაღრმავებულია, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გამოსავალი უნდა ვეძებოთ უკვე ამ ვითარებიდან.

ნდობა რომ არ არსებობს, მაგიტომ შეძლო ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება, გამარჯვების ნდობა რომ ჰქონდეს ხალხს და პროცესის ნდობა რომ ჰქონდეს, გაყალბებას, ხალხის მოსყიდვას და დაშინებას კი ვერ შესძლებდა ბიძინა ივანიშვილი. რა ქნას ხალხმა? ვის დაუჯეროს? რამდენჯერ შეცვალეს ფირფიტა? საზოგადოების დაავადება ახლა არის უნდობლობა პოლიტიკური პროცესის მიმართ.

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved