• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხვალ-ზეგ რუსს იპოვნიან სადღაც, იტყვიან, რომ რესტორანში ცუდად იქცეოდა და შეიძლება, მკვლელობაც მოხდეს!“ – ვალერიან ხაბურძანია

ალია ავტორი - ალია
19:35 04-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია.

– რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში პოზნერისადმი საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციას?

– პოზნერს რუსეთში აღიქვამენ, როგორც უფრო პროამერიკელს, ლიბერალს და ისეთი მკვეთრი რეაქცია ამის გამო არ ყოფილა. თუმცა, ზოგადად, ეს გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ რუსებს მოუწოდონ, არ წავიდნენ საქართველოში. თუ 150 მილიონიან რუსეთში შეიძლებოდა ყველაზე დიდი ლიბერალი გეპოვნა, ვისაც უფრო პროქართული პოზიცია უჭირავს, ეს იყო პოზნერი და პოზნერს ეცნენ. ბევრ რუსს კიდეც გაუხარდა, რომ პოზნერს ასე დახვდნენ. ეს იყო დარტყმა ლიბერალურ რუსეთზე, რომელსაც საქართველოს სიყვარული ზუსტად მაგის გამო აქვს, რომ საქარველოში ხედავენ პუტინის საწინააღმდეგო  მოქმედებებს. ეს აქცია პოზნერის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული… ესენი ეძებდნენ მიზეზს. გადაეღოთ ეს ყველაფერი და რომ წავიდოდა და დაჯარიმებული არ იქნებოდა პოზნერი, მოეთხოვათ მერე ხელისუფლებისთვის პასუხი. მისულიყო  პოზნერთან ელენე ხოშტარია და ეცადათ ინტერვიუს აღება და პასუხის მიღება აფხაზეთთან მიმართებაში – აი, ეს არის ცივილური ფორმა, თუ შენი ქვეყნისთვის ფიქრობ. პოზნერის წინააღმდეგ აქციას აქვს 2 კონკრეტული მიზანი, ერთი – ხელისუფლებას რომ შეუქმნან სირთულეები და მეორე – რუსეთის წინააღმდეგ. ამ ჯგუფს არ უნდა, რომ რუსი ტურისტი შემოვიდეს. ამ ხალხს უნდა რუსეთთან ურთიერთობა აღარ იყოს და ხელისუფლებას შეექმნას პრობლემები. პირველ რიგში, ვკიცხავ ხელისუფლებას. ხელისუფლბამ, როგორც ყოველთვის, უტვინობა ჩაიდინა, როგორც „გავრილოვი“ ვერ გათვალა კობახიძემ,  ახლაც ასევე ვერ გათვალეს. თუ ასეთი სტუმარი ჩამოდის და ხელისუფლება იყო საქმის კურსში, მათვე უნდა ეთქვათ, ნუ გააკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც არ იქნება კანონის ფარგლებში. ოპოზიცია იმისთვისაა, რომ შეგიქმნას პრობლემა, შენ ნუ მისცემ საფუძველს. მით უფრო, რომ განწყობა რთულია და ამას თუ ვერ ხვდები, ესე იგი არა ხარ ხელისუფლება. მე პირადად, უნდა გამოვთქვა ჩემი ვარაუდი და შიში, იმ კატეგორიამ, (ვგულისხმობ ე.წ. ოპოზიციას), რომელიც ასეთ „პოზნერებს“ აწყობს. ჩვეულებრივი რუსის მიმართაც, შესაძლოა სცადოს მსგავსი და უფრო მძიმე რამ მოხდეს, არ გამოვრიცხავ ლეტალულ ინცინდენტსაც რუსის მონაწილეობით, რაც ცუდ შედეგს გამოიწვევს. ხვალ და ზეგ რუსს იპოვნიან სადღაც, იტყვიან, რომ რესტორანში ცუდად იქცეოდა, გადაიღებენ ვიდეოს და შეიძლება მკვლელობაც მოხდეს. მზად არიან ამისთვის – ეს აზრი დევს მაგ ღონისძიებაში – ეს დავინახე!

– ამბობენ, რომ შესაძლოა, პოზნერისადმი პროტესტს მოჰყვეს რუსეთში მცხოვრები ქართველების შევიწროება – რამდენად რეალურია ეს შიში?

– არა. ქართველები აღარ არიან აქ. აქ ვინც არიან, აღარ წარმოადგენენ ღია ჯგუფებს. რაც უნდოდა სააკაშვილს, მიაღწია. ამოძირკვა აქედან ყველაფერი ქართული, რუსული ბიზნესიდან ამოვარდნენ ქართველები, მომსახურების სფეროშია რაღაც ჯგუფი შერჩენილი. ხაჭაპურის დაცხობას და ხინკლის მოხვევას რომ უზბეკები დაიწყებენ – ესე იგი, ბევრი რამ დასრულდა.

– რატომ გგონიათ, რომ შესაძლოა რუსი ტურისტიც დადგეს საფრთხის ქვეშ? მე ვნახე 20 ივნისის მერე ჩამოსული რუსი ტურისტები, ზოგი აქციაზეც კი გავიდა და ქართველებთან ერთად გააპროტესტა პუტინის პოლიტიკა, ახლა რა იცვლება?

– ჩემი ყოფილი მოადგილის და ყოფილი მინისტრის გლამურულმა მეუღლემ სოციალურ ქსელში დაწერა, მოდი კანონი მივიღოთ, 30 წელზე უფროსი ვინც არიან რუსები, არ შემოვუშვათ საქართველოშიო… ის თვლის, რომ 30 წელზე უმცროსები ვინც არიან, ანტიპუტინისტია – ისიც ასე ჰყოფს რუსეთს… კარგით რა, პუტინი არის რუსეთი დღეს, სწორად ასახავს დღეს პუტინი რუსეთს, გაიგეთ. საქართველოს არ მოსწონს და თვლის, რომ რუსეთის პოლიტიკა ოკუპაციურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინი რუსეთში არ მოსწონთ. რუსეთის ინტერესია, რომ ეს იმპერია არსებობდეს და ვითარდებოდეს – ამ ფუნქციას კი პუტინი ასრულებს! პუტინის და რუსეთის გაყოფა – ხელოვნურია. ისევე, როგორც რუსოფობიური დამოკიდებულება ჩვენი პრობლემაა. არ შეიძლება გეოპოლიტიკური საკითხი ტურისტის დონეზე დავიყვანოთ. თუ არ გვინდა რუსეთი, მაშინ, ზოგადად ვთქვათ უარი და საერთოდ არ შემოვუშვათ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. რუსეთში 100 ათასი კაცი მაინცაა დარჩენილი ქართველი, ვისაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ესე იგი, შენი ეთნიკური ქართველიც არ გინდა შემოუშვა? რუსულ ვაქცინას არ გავიკეთებო და მაცივარი გამოაღეთ, ხალხო, კანფეტები, რძის პროდუქტები, შაქარი, ხორბალი… 95 პროცენტი რუსულია, ელექროენერგიის 70 პროცენტი რუსული კომპანიისაა… რუსეთმა დაუჭირა მხარი სეპარატიზმს და ჩვენ როგორმე უნდა დავარწმუნოთ რუსეთი იმაში, რომ იქცეს შუამავლად, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები და ეს რეგიონები დაბრუნდნენ საქართველოს წიაღში. ეს არის რაციონალიზმი, დანარჩენი, ყველაფერი არის ემოცია. მსახიობი ვნახე, საუბრობდა ინგა გრიგოლიასთან, კახა გოგიძე, ხელში კრიალოსანით, საყურით და ბიჭო, ჩემი სამშობლო – ძარღვების დაჭიმვა… აგერ დგანან 30 კილომეტრში  და თეატრში კი არ უნდა მატრაკვეცობდე, წადი და ებრძოლე. ამ ემოციებზეა მთელი ერი. გამოცვივდნენ ახალგაზრდები, გრიბოედოვის ძეგლს მიაწერეს რაღაცები… ძეგლებს დაუწყეს ბრძოლა და ომი… ხვალ შეიძლება გრიბოედოვის საფლავსაც მიადგნენ და ნინო ჭავჭავაძეც მიაყოლონ, რადგან არ იციან, რომ ნინო ჭავჭავაძე მისი მეუღლეა, ერთად არიან დაკრძალულნი და იქედან დაიწყო საერთოდაც პანთეონი… სიბნელე და ემოციებია წინ, ამიტომ მაქვს ის შიში და ამას ყველაფერს ხელმძღვანელობს ქალბატონი ხოშტარია, რომელმაც მოსკოვში მიიღო განათლება პრიმაკოვის კვოტით. პრიმაკოვის წრის „პროტეჟე“ იყო…

– ყოფილმა პრემიერმა გახარიამაც მოსკოვში მიიღო განათლება, მეტიც, ბევრად მეტი დროით ცხოვრობდა მოსკოვში და არ ვიცი, საქმით რას აკეთებს, მაგრამ კი გვარწმუნებს, ევროკავშირს ვუყვები, როგორი ოკუპანტია რუსეთიო.

– მე არ ჩავუთვლიდი რუსეთში განათლების მიღებას მინუსად ხოშტარიას, ასე რომ არ იქცეოდეს. მე გახარიასაც ჩავუთვლი ამას მინუსად, როდესაც მოსკოვში იყავი 2011 წლამდე, 2011 წლამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? თუ შინაგანი განწყობა ასეთი გაქვს, რა გინდოდა აქ? – აბა, მაშინ სად წავსულიყავი? – ეს არ არის ზნეობა და მორალი. ყველა მოდის და გისვამს ამ პრიმიტიულ კითხვას – არის რუსეთი ოკუპანტი?  – მე გითხარი, რომ კი, მერე რა? ან მე კარგი გავაკეთე, ან შენ საკითხი გადაწყვიტე, თუ რა? თუ დისკუსია გვაქვს, უნდა ვთქვათ, რატომ მოხდა ისე, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა სეპარატიზმს და რატომ აღიარა ეს რეგიონები და როგორ შემოვატრიალოთ ეს პროცესი? რუსეთს არც ერთი ლოგიკით არ უნდა აწყობდეს სეპარატიზმის მხარდაჭერა, იმიტომ რომ თვითონაა ფედერაციული სახელმწიფო! რატომ გააკეთა რუსეთმა ის, რაც არასოდეს უნდა გაეკეთებინა??? მე ვთვლი, რომ გახარია მოხვდა პოლიტიკაში და აყვა ტრენდს. პოლიტიკა არ არის რეალობის ასახვა და ძახილი, პოლიტიკა არის ახალი რეალობის შექმნა, რომელიც შენ გაწყობს.

თეგები: ვალერი ხაბურძანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved