• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილი 5 ლიდერიდან ერთადერთია, რომელმაც 9 აპრილს საკუთარი სისხლი დაღვრა, ჩახტა ხალხში ტრიბუნიდან და მორგიდან მკვდარი ამოიყვანეს – რას წერს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:04 04-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
607

ირინა ბათიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“დავიწყე წერა ამ გულწრფელი სტატუსის, მერე წავშალე… დავიწყე წერა ისევ და მერე ვიფიქრე, ეს ჩემი, ქართველის, ვალია და ბოლომდე დავწერ სათქმელს!

ყველას გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ ეს სტატუსი და მამაჩემის, ამ საოცრად თავმდაბალი, თქვენთვის არაერთხელ თავგადადებული გმირის მიმართ, თქვენი პატივისცემა გამოხატოთ და გააზიაროთ ეს სტატუსი.

თქვენ ყველამ იცით, რომ ეროვნული მოძრაობა ირაკლი ბათიაშვილის სახლში აღორძინდა, თქვენ ყველამ იცით, რომ არა მამაჩემის, ირაკლი ბათიაშვილის და იმ 21 ადამიანის თავდადება 9 აპრილს, ალბათ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება კიდევ დიდი ხნით გადაიწევდა. ისიც იცით, რომ მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილი დარჩა ბოლომდე 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ხალხთან ერთად და ფიზიკურად შეეჯახა რუსეთის ჯარს. ეროვნული ლიდერებიდან მოცელილი და დასისხლიანებული მხოლოდ ირაკლი შეიტანეს მორგში როგორც ცხედარი და ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ იმას ვერ წაშლიან, რომ მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილს არ შეეშინდა, არ დაიხია უკან და საკუთარი სისხლი დაღვარა სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

მამაჩემი ღმერთის წყალობით რომ არ გადარჩენილიყო მაშინ, ახლა მისი ძეგლი იდგებოდა რუსთაველზე. გულზე მჯიღს დაირტყავდა ყველა და მის გმირობას არაერთ ლექს თუ პოემას მიუძღვნიდნენ და ფილმებს გადაიღებდნენ. ღმერთმა დღეგრძელი მიმყოფოს ჩემი უღირსეულესი მამა!

და რა ხდება ახლა. სასკოლო ისტორიის წიგნი გადავშალე და გაოგნებული დავრჩი. მამაჩემის გმირობის შესახებ არა თუ არც ერთი სიტყვა არ არის თქმული, საერთოდ გვარი და სახელიც კი ამოშლილი აქვთ. თურმე სულ თავისით აღორძინდა ეროვნული მოძრაობა, სულ თავისით მოფრენილა საქართველოს დამოუკიდებლობა. ყველას ღვაწლი აქვს თურმე მამაჩემის გარდა :)))) იმის მაგივრად ამაყობდნენ კაცით, რომელმაც ამხელა ისტორიული სიკეთე მოუტანა ქართველ ხალხს. იმის მაგივრად, უხაროდეთ, რომ ცოცხალი გმირი ყავთ, ცდილობენ ისტორიის გაყალბებას და მისი გმირობის ამოშლას ისტორიიდან. ვინ არიან ის “მემატიანეები”, როგორც უნდათ, ისე რომ ჭრიან და კერავენ?! რა უფლება აქვთ საქართველოს ისტორიას თავის ნებაზე და ვიღაცეების დაკვეთით რომ ამახინჯებენ?! როგორც ჩანს, ზოგიერთს უნდა ისტორიაში ღირსეულად დაიმკვიდროს თავი ან ვინმე თავისიანს დაუბევოს ადგილი.

სირცხვილია ისტორიის გაყალბება!

ჩვენ თუ არ ვიამაყებთ ჩვენი ისტორიით სხვა ქვეყნებს როგორ უნდა მოვთხოვოთ ჩვენი ისტორიის დაფასება??

ირაკლი ბათიაშვილი- ადამიანი, რომელიც ეროვნული მოძრაობის 5 ლიდერთაგან ( ეროვნულ მოძრაობას სულ ყავდა ხუთი ლიდერი: მერაბ კოსტავა, ზივად გამსახურდია, ირაკლი ბათიაშვილი, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი) ერთადერთია, რომელმაც 9 აპრილს საკუთარი სისხლი დაღვრა და ჩახტა ხალხში ტრიბუნიდან და მორგიდან მკვდარი ამოიყვანეს. ამ ფაქტის თვითმხილველებიც არიან, ამის გარდა, უამრავი ადამიანი წერდა და ამბობდა ხმამაღლა ამ გმირობაზე. ბატონმა ელდარ შენგელაიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ გააჟღერა ეს ფაქტი და ჩვენი ტელევიზიის არქივში უნდა ინახებოდეს ეს მასალა. რომ არა ერთერთი ლიდერის – ირაკლი ბათიაშვილის ასეთი თავგანწირვა ზვიად გამსახურდიას სახლთან მეორე დილას მივარდნილი გამწარებული ნატანჯი ხალხის სიბრაზეს ვერაფერი ჩააცხრობდა, რადგან მათმა პატარა სულ ახალგაზრდა შვილებმა 9 აპრილს სიცოცხლე გაიღეს, ხოლო ლიდერები სახლში აღმოჩდნენ. იქ, ზვიადის სახლთან მისულ ხალხში გავრცელდა, რომ მათი ირაკლი, ერთერთი ლიდერი, 9 აპრილს რუსთაველის გამზირიდან ნახევრად მკვდარი წაიყვანეს რეანიმაციაში და სიკვდილს ებრძოდა. ცნობილი ფოტოგრაფი იური როსტის გადაღებული ამსახველი ფოტოებიც არის საავადმოყოფადან. ეს რომელიმე ლიდერის გმირობას კი არ აკნინებს, მათ ასევე ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის! მერაბი 9 აპრილამდე გულაგებში იჯდა! სიტყვა ვერ დააცდენინეს ამ ბუმბერაზ კაცს!

მაგრამ, მითხარით, შეიძლება სკოლის ისტორიის წიგნებში ბავშვებს ასწავლიდნენ ეროვნულ მოძრაობას და ირაკლი ბათიაშვილის გმირობა, რომელმაც საქართველოს ბედი გადაწყვიტა, არ აღნიშნონ?? არ მოუყვნენ ბავშვებს, რას ნიშნავს გმირობა და პატრიოტიზმი? არ აღნიშნონ სად დაიწყო, სად აღორძინდა ეროვნული მოძრაობა? რომ ზუსტად ირაკლის სახლში მდგარ მრგვალ მაგიდასთან, მის სახლში აღორძინდა და შეიკრა ეროვნული მოძრაობა! შეიძლება ასეთი ისტორიული უსამართლობა არსებობდეს?!?

სირცხვილია! ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფაა!

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელის გულზე დაყავდა მაკეინი, რადგან ცოცხალი გმირი ყავდათ! იმიტომ რომ, ამერიკა, ის ქვეყანაა, სადაც მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში და რა პოლიტიკას აწარმოებს, ამაყობენ თავისი გმირებით და ჩვენ ამ დროს გვყავდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ილია მართალი, არგვეთის მთავრები, ქსნის ერისთავები, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, მთლიანად ეროვნული მოძრაობა, ის ხალხი ვინც სიცოცხლე გაწირა 9 აპრილს და ირაკლი ბათიაშვილი ერთადერთი ლიდერი, რომელმაც 9 აპრილს თავისი სისხლით მოაწერა დამოუკიდებლობას ხელი და საქართველოს ახლანდელ და მომავალმა ხელისუფლებამ ეს გმირები საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ უნდა გაიხადონ!

დიახ, როცა გინდა ჯეროდეს შენი შენ ხალხს, ჯეროდეს შენი მიზნების და პატრიოტიზმის, შენ, ხელისუფლებამ უნდა დაანახო შენ ხალხს თუ როგორ სცემ პატივს შენ წარსულს, შენ ისტორიას და შენ გმირებს!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ირაკლი ბათიაშვილის შვილი, ირინა ბათუაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ჩემი მეგობრის ინიციატივაა – დაწერეთ ყველამ: #ირაკლიბათიაშვილიგმირია

დავიწყე წერა ამ გულწრფელი სტატუსის, მერე წავშალე… დავიწყე წერა ისევ და მერე ვიფიქრე, ეს ჩემი, ქართველის, ვალია და ბოლომდე დავწერ სათქმელს!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“

თეგები: 9 აპრილიირაკლი ბათიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved