• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უთხრა გამოძიებას პაატა იმნაძემ მეგი ბაქრაძის საქმეზე – დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:02 04-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორაცია, ჰქონდა თუ არა დაღუპულ ექთანს გადატანილი კორონავირუსი.

მათივე ინფორმაციით, ექიმ-ალერგოლოგის გამოკითხვის მიხედვით, ირკვევა, რომ ალერგიული ფონი ორგანიზმში სავარაუდოდ ნორმაში არ იყო.

გარდაცვლილი ექთნის საქმე 7 ტომისგან შედგება, საიდანაც 5 ტომი მოწმეების გამოკითხვას ეთმობა.

ოჯახის ადვოკატების თქმით, ყოველ ჯერზე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები გამომძიებლებს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდნენ, რომელმაც გარდაცვლილი ექთნის საქმე ბუნდოვანი გახადა.

„თუ ვაქცინაციის პროტოკოლი იყო დაცული და 30 წუთიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 10-ივე პირი, მინიმუმ მეგი ბაქრაძესთან ერთად უნდა ყოფილიყო დაკვირვების ოთახში 8 ან 9 ადამიანი, რომელიც გამოძიების მასალების მიხედვით იქ არ ყოფილა. 2-დღიან შუალედებში ცვლიან მოწმეები ჩვენებას, თავიდან ადასტურებენ სხვა გარემოებებს და შემდგომ უკვე იცვლება ჩვენებები.

არც პროტოკოლის წესები არის დაცული, რადგან ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ იკვეთება, თუ ვინ იყო იმუნიზაციის შემდგომ ზედამხედველი ექიმი მეგი ბაქრაძის ჩივილების გამოვლენის შემთხვევაში.

პაატა იმნაძეც არის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხული. ცალსახად ვერც უარყოფს, რომ მეგი ბაქრაძეს გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და ვერც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში იქნება გადმოგზავნილი სისხლის შრატი და გამოკითხულია პირი, უშუალოდ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც აფიქსირებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ის არ ადასტურებს მეგი ბაქრაძის სისხლის კუთვნილებას, რომ ეს ნამდვილად მეგი ბაქრაძის სისხლია“, – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

თეგები: მეგი ბაქრაძეპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved