• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიზანი გახარიას უფრო გასვრა, უფრო სახელგატეხილად მოშორება იყო… ეს იყო ხალიჩისქვეშა, შიდასახელისუფლებო შეთქმულება – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:02 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, ნიკა მელიას დაჭერით, რა ხეირი ნახა ხელისუფლებამ? რა მიზანს  ემსახურებოდა ეს მასკარადი და რა შედეგები მოჰყვება ამას?

– რაციონალური პოლიტიკური ახსნა ხელისუფლების ქმედებებში არ იყო. ეს იყო კომპლექსების გამოვლინება, როდესაც შინაგანი სისუსტის გადაფარვა გინდა მაქსიმალური აგრესიითა და კუნთების თამაშით. ხელისუფლება ნიკა მელიას დაჭერით წაგებული დარჩა საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ფრონტზე. ორი ძირითადი მიმართულებით აქვთ ძალიან სერიოზული უკანდახევა. ერთი ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რაც მკვეთრად შეიცვალა უარყოფითისკენ. ამავდროულად, ოპოზიციას მისცეს დღის წესრიგი, შეუქმნეს სამოქმედო პლატფორმა. პრინციპში, პოლიტიკური შედეგი ხელისუფლების, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ქმედებებისა. ერთადერთი, ვერსიის სახით ვიტყვი, რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ  ეს  ყველაფერი  მოწყობილი იყო იმისთვის, რომ გიორგი  გახარია ჩამოეშორებინათ ხელისუფლებიდან. გარკვეული შიდასახელისუფლებო შეთქმულება იყო იმ მიზნით, რომ გახარია ჩამოეშორებინათ არა იმ ფორმით, როგორც  ეს მოხდა და მელიას დაჭერაზე უარი თქვა გახარიამ. არამედ იმ ფორმით, რომ გახარიას პრემიერობისას, სპეცოპერაციით დაეჭირათ მელია და გახარია უკვე იძულებული გახდებოდა, კომპრომეტირებული და სახელგატეხილი გადამდგარიყო. ეს იყო შიდა შეთქმულების მიზანი. თუმცა, მიხვდა ამ ჩანაფიქრს, არ აიღო საკუთარ თავზე მელიას დაჭერა, დაასწრო და გადადგა. მე ამ ვერსიას იმიტომ ვაჟღერებ, რომ სხვა პოლიტიკური ლოგიკას, ან ვიღაცის დივიდენდსა და მოგებას, გარდა ამისა, ვერაფერს ვხედავ.

– ამ ვერსიას თუ გავყვებით, გამოდის, გიორგი გახარიამ დაიტოვა პოლიტიკაში მოსვლის გზა.

– კი, ან გზა დაიტოვა, ან ხელები კარგად დაიბანა და ბევრად უკეთესი იმიჯით  წავიდა პოლიტიკიდან, ვიდრე პრემიერობისას ჰქონდა. დღეს საზოგადოებას ნაკლები პრეტენზიები აქვს მის მიმართ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ამას არც ვამტკიცებ. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, ხელისუფლების და პოლიტიკოსების ქმედებებში რაღაც ლოგიკა დაინახო. მარტო თვითდაზიანებაში ხომ არ იყო საქმე?  ხელისუფლებამ საბოლოოდ ზიანის მეტი არაფერი მიიღო ამ საქმიდან. ახლა პროკურატურამ ჩაატარა ბრიფინგი და მელიას ეხვეწება, შენი ჭირიმე,  გადაიხადე გირაო და გამოგიშვებთ ციხიდანო. კომიკური ვითარებაა. შესაბამისად, თუ ლოგიკას დავინახავთ, მიზანი გახარიას უფრო გასვრა, უფრო სახელგატეხილად მოშორება იყო. ეს საკითხი კი გადაწყვიტეს. სხვა საკითხია, რომ არ ელოდნენ გახარიას გადადგომას და იმ უკუშედეგს, რაც საბოლოოდ მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში იყო სრული კატასტროფა. თავი რომ დავანებოთ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხს, ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლით რამდენიმე წლით უკან დასწია ქვეყანა, უცებ უკან გადაისროლა.

– მეც ვუსმინე ღარიბაშვილის მაგ გამოსვლას და ასე მეგონა, 2014 წელს, პირველად რომ ნიშნავდნენ პრემიერად და პარლამენტში გამოვიდა, ისევ იმ ტექსტს კითხულობდა მცირე ცვლილებებით.

– მაგას გეუბნებით ზუსტად. განსხვავება იმაშია, რომ ღარიბაშვილის ახლანდელმა გამოსვლამ მაშინდელისგან განსხვავებით გამოიწვია, ფაქტობრივად, ჩვენი საერთაშორისო სტატუსის აფეთქება. ასეთი დაცემული და შელახული რეპუტაცია საქართველოს უცხოეთში, მგონი, არასდროს ჰქონია, თუ 90–იან წლებს არ ჩავთვლით. რა იყო ეს, რატომ გააკეთეს ასე, ზუსტად ვერ გეტყვით. ეს იყო სიბრიყვე, შიდასახელისუფლებო გადატრიალება თუ რა იყო. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიაზე დღეს კი ნაკლები ლაპარაკია, მაგრამ ყველას გვესმის, რომ გახარიას გარეშე, რაც არ უნდა გაეყალბებინა არჩევნები „ქართულ ოცნებას“, დღეს ეს ხალხი ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა. ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, მაინც  ავტორიტეტი ჰქონდა და ძალიან ბევრი ამომრჩეველი გახარიას გამო აძლევდა ხმას „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ისე წავიდა გახარია, ერთი მადლობა არ უთქვამთ, მხოლოდ მისმა თანამშრომლებმა, პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააცილეს ღირსეულად. შესაბამისად, ეს მიძლიერებს ეჭვებს, რომ ეს იყო ხალიჩისქვეშა, შიდასახელისუფლებო შეთქმულება და მეტი არაფერი.

– ამერიკის სენატში უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზე. ირაკლი ღარიბაშვილს, ვახტანგ გომელაურს და ქვეყნის ჩრდილოვან მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან სანქციებით. შესაძლოა, სია კიდევ გაიზარდოსო. რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს?

– ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებას კიდევ აქვს საშუალება, მანევრირებისთვის სივრცე, რომ ეს სანქციები აირიდოს. ცხადია, თუ ხელისუფლება იქნება ადეკვატური, მაშინ ამ შანსს გამოიყენებს. თუ ისევ კუნთების თამაშსა და ძალის დემონსტრირებაზე იქნება გადართული, მაშინ   არაფერია გამორიცხული. ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს დასავლეთს და მის მთავარ მოთხოვნებს და ისინი გაიზიაროს. ეს არის, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება და ოპოზიციასთან მოლაპარაკების გაგრძელება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, რაც ლოგიკურად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნით უნდა დასრულდეს. აი, ეს არის ხელისუფლების შანსი.

– ამერიკის სენატში რომ უკვე ღიად განიხილავენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირებას, ეს უკვე დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. მე ეს მადარდებს და არა ის, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და გომელაური ჩავლენ თუ არა ამერიკაში და გაუყინავენ თუ არა  მათ ამერიკულ ბანკებში საბანკო ანგარიშებს.

– რა თქმა უნდა, პერსონალურად ვის დაასანქცირებენ, ეგ ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს ხალხი ჩვენს ხელისუფლებას და თავისთავად, ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს. დასავლეთის ამგვარი დამოკიდებულება, საბოლოოდ ქვეყანას დააზარალებს. ჩვენ ასე ვერ გავყოფთ – ხელისუფლება ცალკე და სახელმწიფო – ცალკე. ამაში კარგი არაფერია, მოუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა ამ სანქციებს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ამ ნეგატიურ ტენდენციებს დასავლეთში საქართველოს მიმართ შეაჩერებს ხელისუფლების ადეკვატური გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებ ზემოთ გითხარით.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: გია ხუხაშვილიგიორგი გახარიაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved