• რეკლამა
  • კონტაქტი
21:30, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კრიმინალი და მოსაყდრე – პატრიარქის ძალაუფლების უზურპაცია – სკანდალური წერილი

ალია ავტორი - ალია
13:40 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია:

თეოლოგები და რელიგიის ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ მოსაყდრის ინსტიტუტი დროებითი ფუნქციისაა, 40 დღიდან 2 თვემდე პერიოდში და მას ევალება პატრიარქის არჩევნების ორგანიზება. მოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქს. მოსაყდრე, როგორც ქორეპისკოპოსი, პატრიარქს თანაშემწეობას უწევს იმ მიმართულებით, რაც ჩაბარებული აქვს. მოსაყდრე არ ნიშნავს ეპისკოპატში გამორჩეულ უფლებრივად, სინოდის ყველა წევრი თანაბარუფლებიანია, მოსაყდრე არ არის არც „მცირე პატრიარქი“, არც თითქმის პატრიარქი, პატრიარქი ირჩევა გაფართოებული კრების მიერ და ა.შ.

ის, რა ფორმითაც ჩვენთან მოსაყდრის ინსტიტუტი მოქმედებს, სპეციალისტების თქმით, საერთოდ საეკლესიო კანონიკის მიღმაა. მეტიც, კომპეტენტურმა ადამიანებმა იციან, რომ მიტროპოლიტი შიო, სამწუხაროდ, რეალურად სარგებლობს ამორფული სიტუაციით და არ არსებული ძალაუფლების  უზურპაციას ახერხებს. ეს ერთი ადამიანი ითავსებს მთელი სინოდის ფუნქციასაც, იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სინოდზე უნდა მიიღონ, ავრცელებს განცხადებებს, რომელზეც სინოდის წევრებს უნდა შეუთანხმდეს, ასეთ დროს სრულ იგნორირებას უწევს მათ, მეტიც, კოლეგა იერარქებთან უკვე ცდილობს საკუთარი უპირატესობის მტკიცებას და აღიარებას იძულებით, ის ცდილობს ლამის პატრიარქად აღიარებინოს თავი სასულიერო პირებს.

არაერთია შემთხვევა, როდესაც საპატრიარქო, მიტროპოლიტი შიოს არაპირდაპირი ხელმძღვანელობით და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მართვით (დეკანოზი მოსაყდრის, უფრო ზუსტად კი საპატრიარქოს პრესსამსახურს ხელმძღვანელობს), დევნის სასულიერო პირებს, ვინც მათ სამსახურში არაა ან განსხვავებული აზრი გააჩნია, მეტიც, მცირედი კრიტიკის შემთხვევაშიც, მოსაყდრე ემუქრება სასულიერო პირებს ზნეობრივ კომისიაზე დაბარებით, სასულიერო პირის სტატუსის ჩამორთმევით. დევნა მიმდინარეობს პირდაპირი და ირიბი მუქარებით, საქმიანობის ხელშეშლით, დასჯის მუქარებით და ა.შ.  ბევრს ვისმენ შემთხვევებს, როდესაც მიტროპოლიტი შიოს სახელით ამა თუ იმ სასულიერო პირთან მიდიან ე.წ. შავი სამყაროს წევრები და აიძულებენ სასულიერო პირებს ფინანსურ წილში ჩასვან მიტროპოლიტი შიო, ნებისმიერი აქტივობისთვის მისი „ნებართვა“ მოიპოვონ და ა.შ. ცხადია, მათი უსაფრთხოების მიზნით, ვსარგებლობ უფლებით არ დავასახელო ისინი.

მიტროპოლიტი შიო დეკანოზ ჯაღმაიძის ხელით ურჩევს საქმეებს სასულიერო პირებს, იერარქებსაც კი, აიძულებს „დაემორჩილონ“ მიტროპოლიტ შიოს, ისე როგორც პატრიარქს, არაპირდაპირად აღიარონ პატრიარქად და თავიათ თავზე უპირატესად სინოდის წევრებმაც კი.

თქვენ წარმოიდგინეთ, მიტროპოლიტი შიო ემუქრება იმ სასულიერო პირებს, ვინც გაბედავს და პირადად ჩემთან იურთიერთობებს, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ზოგადად ჩემთან ურთიერთობის აკრძალვაში იგულისხმება არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა, მაგ გადაცემაში მოსვლა და საუბარი, არამედ საჭირებისას, ვთქვათ, დამჭირდა ვინმესთვის წესის აგება, ან პანაშვიდის გადახდა ან პარაკლისის გადახდა, დეკანოზი ჯაღმაიძე პრაქტიკულად ემუქრება ასეთ პირებს, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონდეთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მიტროპოლიტმა შიომ აუკრძალა სასულიერო პირებს თავიანთთვის არასასურველ გადაცემებში მონაწილეობა და საუბარი მნიშვნელოვან საეკლესიო თუ სახელმწიფოებრივ თემებზე. კიდევ უფრო მეტიც, მიტროპოლიტმა შიომ აუკრძალა ეს არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით სასულიერო პირებს, რომლებსაც რატომღაც თავის დაქვემდებარებულ სივრცედ თვლის, არამედ სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირებს, მოტივით რომ „თბილისი“ მიტროპოლიტი შიოს ტერიტორიაა და არ აძლევს მათ თბილისში თავიანთთვის არასასურველ მედიასაშუალებებში მისვლის უფლებას, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გადაადგილების უფლებასაც, თუმცა შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ შიოს არც საეპარქიო სივრცედ ითვლება თბილისი და ის ცდილობს უზურპირებას. თუმცა, რომც იყოს, ის სასულიერო პირების სამოქალაქო უფლებებშიც კი ერევა და ძალადობრივად ცდილობს მათზე ზეწოლას, ეს კი კრიმინალური აქტია, ისევე როგორც არაერთი ის ფაქტი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.  დიახ, ცალკე „ფენომენია“, რომ მიტროპოლიტმა შიომ პატრიარქს პრაქტიკულად ჩამოართვა მცხეთა-თბილისის ეპარქია და მიუხედავად იმისა, რომ თავად არცერთი დადგენილებით არ აქვს უფლება მცხეთა-თბილისის ეპარქიის მართვისა, თითოეულ სასულიერო პირს აიძულებს დაემორჩილონ მას.

ეს არის უმძიმესი ვითარება. სახეზე გვაქვს პატრიარქის ძალაუფლების უზურპაცია მიტროპოლიტი შიოს მიერ, მისი და დეკანოზი ჯაღმაიძის მიერ კი არაერთი კრიმინალური აქტი, რომლითაც წესით, საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ და ისინი პროკურატურაში უნდა დაჰკითხონ, მათ შორის ფინანსური გამოძალვების თემებზე, პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს არაერთი სასულიერო პირი, სადაც აუცილებლად გამოიკვეთება მოსაყდრის მხრიდან ფინანსური გამოძალვის ფაქტები.

ამ პროცესში ძირითად საკომუნიკაციო ხაზს წარმართავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ის პირადად უკავშირდება ხოლმე სასულიერო პირებს, მათ შორის იერარქებს, ურჩევს მათ საქმეებს, აშინებს, ემუქრება, როგორც საეკლესიო სასჯელებით, ასევე „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების დახმარებით და ა.შ.

ირიბად მომდის შეტყობინებები, რომ თუ მე მათი კრიტიკისგან თავს არ შევიკავებ და გადაცემებში ეთერს დავუთმობ, ჯერ მიშლიან ხელს იმით, რომ სასულიეროპირებს უკრძალავენ გადაცემებში მონაწილეობას, თუმცა, მეტიც, ამ ჯგუფისაგან ფიზიკურადაც დაცული არ ვარ არც მე და არც ნებისმიერი ის პირი, ვინც მათ გააკრიტიკებს,  თუმცა, სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ სათქმელი უნდა ითქვას, მითუმეტეს რომ ამ წერილში მხოლოდ ნაპერწკალია გადმოცემული იმ ცეცხლისა, რაც პატრიარქის გარშემო და მის წინააღმდეგ მისივე მოსაყდრის ხელით მძვინვარებს.

თეგები: არჩილ გამზარდიასაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved