ავტობანზე, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა. ერთმანეთს შეეჯახა თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები. სავარაუდოდ მძღოლებმა მოყინული გზის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილეს.
მსუბუქი დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს საგზაო წესების დარღვევას, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.



წყარო – მთავარი
კომენტარები