• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხვალ ანონიმი გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ ნიკა მელიას გირაო გადაიხადა” – ირაკლი ოქრუაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:34 02-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ნიკა მელიას საქმეზე საუბრობს:

“შესაძლოა რამდენიმე სცენარი განვითარდეს, მაგალითად: ხვალ ვიღაც ანონიმი გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ მე ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ მინდა, მაქვს ამის საშუალება და გირაო გადავიხადე – დღეს ამ თემაზე იმდენი ილაპარაკა პროკურორმა, თავი გაიშიფრა.

ან მეორე ვარიანტია – მოსამართლე არ განიხილავს, თაროზე შემოდებს ამ საქმეს და მესამე ვარიანტიც შეიძლება, მოსამართლემ თქვას, რომ აი, მე არ ვეთანხმები პროკურატურას და მერე იტყვიან, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვყავს. 88 კაცის მორჩილებას და ერთგულებას ამოწმებდა ივანიშვილი დღეს.

დაჭერას არ ვუშვებ. შარშანწინ და შარშან მე და უგულავა ჩვენი ფეხით წავედით ციხეში. ახლა ასე აღარ ვაპირებთ, მარცხენა ყბაში თუ დაგვარყამენ, მარჯვენას აღარ მივუშვერთ. არ დავანებებთ მელიას, დღეს თუ იქ უგულავა იყო, ხვალ ჩემი რიგი იქნება, ზეგ სხვისი. ამასობაში საერთაშორისო პარტნიორების განწყობაც დაგვეწევა. არ დავემორჩილებით, გამორიცხულია.

ეს აღარ არის პოლიცია, ეს არის ივანიშვილის კერძო დაცვის სამსახური.

იმდენად უგუნურები არიან, მთელმა ოპოზიციამ მოითხოვა მათი უფლებამოსილების შეჩერება, დღეს რომ კენჭი ეყარათ და ერთიანობაში შეეწყვიტათ უფლებამოსილება, მელიას თემაზე ხომ ხმას ვეღარ ამოვიღებდით?

ჩვენი ბრალია, არჩევნების მერე ამოსუნთქვის საშუალება რომ მივეცით… სანამ საცივის, ჩაქაფულის, ზაფხულში ზღვის სეზონს არ ამოვიღებთ, რომ ამათ თავისი ადგილი მივუჩინოთ, მანამდე არაფერი გამოვა.

მელიას არ გავატანთ, გამორიცხულია, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია ჩვენი ლოკალიზება ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ნაცვლად იმისა რომ რეგიონებში გავიდეთ…

მთელი ამ წლების განმავლობაში თავად არ მოუნდომებია ოპოზიციას სიტუაციის ასე ადუღება, რამდენიც ხელისუფლებამ ქნა, 20 ივნისი რა იყო? 20 ივნისის მარტივად ჩახშობაც შეეძლოთ.”

არ დავემორჩილებით, ივანიშვილის ჭორვილის ღობესაც შევამოწმებთ გამძლეობაზე და მის სოლოლაკის კარსაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა ჭაობში აღარ დარჩეს.”

თეგები: ირაკლი ოქრუაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved