• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკა მელიას სიტყვა გაექცა” – პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:54 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

“მინდა ყველა კოლეგას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გთხოვოთ, რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა. ჩვენ თუ გვინდა, ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და მით უფრო, თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ.

ვიღაცამ შეიძლება, მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო. ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის. თუმცა, მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამით გავამართლებ მის ქმედებას. გთხოვდით და მოგიწოდებდით, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიას ან „ნაციონალური მოძრაობისადმი“, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. რაღაც დროის შემდეგ თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციურ სკამებზე და მაშინ აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ ეს თხოვნა სწორი იყო. ემოციების და პირადი დამოკიდებულებების გარეშე თუ მივეჩვევით ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებების მიღებას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ახლა ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ, თუმცა მთავარი არის მიზეზი. ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელია მიზეზი“

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი ხელფასით ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს, რაზეც ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის აგენტი და გავრილოვის მხარდამჭერი იქნება. „ალეკო ელისაშვილო, ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved