• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიმიტრი გვრიტიშვილმა აღიარა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესი თვითონ დაწერა…”

ალია ავტორი - ალია
15:56 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დიმიტრი გვრიტიშვილმა აღიარა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესი თვითონ დაწერა, უბრალოდ როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ამ პროექტით მან შემოგვთავაზა, რომ კანდიდატებთან კითხვების დასმის უფლება შემეზღუდოს. ასევე მედიის როლი საჯარო მოსმენის პროცესში დაყვანილია – გასაუბრების დაწყებისას მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღებამდე.

შესაბამისად, მოვუწოდებ ბატონ დიმიტრი გვრიტიშვილს, რომ საბჭოს სხდომაზე თვითონ წარმოადგინოს დადგენილების პროექტი განსახილველად, როგორც ავტორმა და გაგვაცნოს არგუმენტები.

ძალიან მოკლედ იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა დაეწერა გვრიტიშვილს ეს პროექტი ახლა, რომელიც თვითონ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. აქვე დავამტებ, რომ ის დღეს თბილისის სააპელაციო სასმართლოს მოსამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩატარდა 1 დეკემბერს, 15 საათზე. ამავე დღეს გვრიტიშვილი მთლიანად ჩამოშორდა კანდიდატების შერჩევის პროცესს, როგორც საბჭოს წევრი, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო.

ორგანული კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ვერ სარგებლობს:

1. კანდიდატების შეფასების უფლებით;

2. ხმის მიცემის უფლებით;

3. კითხვის დასმის უფლებით.

ამ აკრძალვების იდეა ისაა, რომ აღმოიფხვრას ინტერესთა კონფლიქტი და მაქსიმალურად ობიექტურად წარიმართოს

კანდიდატების შერჩევის პროცესი.

რა ქნა გვრიტიშვილმა?

პროცესის ჩამოშორების შემდგომ, იმავე დღეს საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გასაუბრების წესის პროექტი, რომელიც გვრიტიშვილის ავტორობით მომზადდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი უკრძალავს მას შერჩევის პროცესში მონაწილეობას, გვრიტიშვილი უფრო შორს წავიდა. მართალია პროცესში ოფიციალურად არ მონაწილეობს, მაგრამ მის მიერ გასაუბრების წესების შემუშავება, მას შემდეგ რაც კანდიდატად დარეგისტრირდა, ნიშნავს იმას, რომ – ის ამ პროცესის მონაწილეა.

თან კონტექსტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როცა სისტემა კლანურად იმართება, გვრიტიშვილის პროექტს დამტკიცების პერსპექტივა ცხადია, რომ აქვს.

ბოლოს დავამატებ, რომ ისე მომზადდა დადგენილების პროექტი, რომ 1 შეხვედრაც კი არ ჩატარებულა ამ საკითხზე, ელექტრონული ვერსიაც კი არ გამოუგზავნიათ ჩემთვის. ამ პროექტის არსებობის შესახებ მეც თქვენთან ერთად ვებგვერდიდან გავიგე”

თეგები: ნაზი ჯანეზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved