• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არეშიძესაც ნამდვილად შევხვდი და ჯაჭვლიანსაც – ლერი ხაბელოვი „ოცნებაში“ სკანდალურ დაპირისპირებაზე

ალია ავტორი - ალია
01:52 10-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის მუქარა ყოფილ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანზე არის დიდი სიცრუე. ამის შესახებ “2020NEWS”-თან საუბრისას “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა განაცხადა.


ხაბელოვი სააგენტოსთან საუბრისას ადასტურებს, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს ნამდვილად შეხვდა. თუმცა, ხაბელოვი აცხადებს, რომ არეშიძეს მისთვის არ დაუბარებია სოსო ჯაჭვლიანთან მუქარა, რომლის თანახმადაც, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.


“გიდასტურებთ, რომ ნამდვილად შევხვდი თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს, თუმცა ჩვენი შეხვედრის მიზეზი სოსო ჯაჭვლიანი არ ყოფილა, მასთან პირადი საქმე მქონდა. არეშიძეს ჩემთან საუბრისას საერთოდ არ უხსენებია ჯაჭვლიანი და არც მათი დაპირისპირების შესახებ მსმენია რამე. ფაქტი, რომ თითქოს მე გადავეცი ჯაჭვლიანს არეშიძის მუქარა, არის დიდი სიცრუე!”, – ამბობს ხაბელოვი სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია “ქართული ოცნებისა” და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის დაპირისპირების შესახებ.


“მე არ ვფლობ ინფორმაციას “ქართულ ოცნებასა” და სოსო ჯაჭვლიანის დაპირისპირების შესახებ, თუმცა, თუკი რაიმე გახდება ჩემთვის ცნობილი, აუცილებლად შეგატყობინებთ. კიდევ ერთხელ გიცხადებთ, რომ თითქოს მე გადავეცი მუქარა ჯაჭვლიანს არეშიძესგან, არის სიცურე! ორივე პიროვნება ჩემი მეგობარია და მათთან სულ სხვა თემაზე მქონდა საუბარი”, – განაცხადა ხაბელოვმა.


კლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, რომ დედაქალაქის მერის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე მას ოჯახით ემუქრება, გამოეხმაურა კახა კალაძე, რომელმაც სოსო ჯაჭვლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცურე უწოდა.


“ეს არის სრული სისულელე! გიორგი არეშიძე არავის დამუქრებია! აგრეთვე ვუარყოფ მის შეხვედრას სპორტსმენებთან. ყოველივე ეს არის მოგონილი ტყუილი და სისულელე!”,-აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

თავად გიორგი არეშიძეც სიცრუეს უწოდებს სოსო ჯაჭვლიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას მედიასთან და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს.


“ეს ბრალდება არის ტყუილი, მსგავსი არაფერი ყოფილა ჩემი მხრიდან. თუ მსგავსი რამე მოხდა უნდა მიმართონ შესაბამის უწყებას. რაც შეეხება ლერი ხაბელოვს, ჩვენ სოსო ჯაჭვლიანზე ნამდვილად არ გვისაუბრია. ჯაჭვლიანის მიერ ნათქვამი ბრალდება არის ტყუილი და ცილისწამება”.- განაცხადა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გიორგი არეშიძემ.


შეგახსენებთ, რომ კლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ჯაჭვლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ის დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს მისი ოჯახის მიმართ მუქარაში დებს ბრალს. ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ არეშიძე მას ოჯახით ემუქრებოდა, თუ დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებდა. ჯაჭვლიანის სიტყვებს ადასტურებს მისი მეუღლეც.
ხატია მამულია

თეგები: სოსო ჯაჭვლიანიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved