• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გასწავლით, ოჯახის პირობებში როგორ შეამოწმოთ ფილტვები და ბრონქები”

ალია ავტორი - ალია
14:28 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

“იმედის” დილის გადაცემის წამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კორონავირუსითაა დანფიცირებული სოციალურ ქსელში წერს:

“ღამე ცუდად მეძინა. არ ყოფილა კათეტერიანი ხელის კონტროლი მარტივი, თან ვიოფლიანე კიდევ ერთხელ. იმდენ წყალი ვსვი ეს დღეები, რომ არ მიკვირს. დღეს მაქვს 37.1 ტემპერატურა და ნახველი, თუმცა ხველა არა. მუცლის ღრუს ექოსკოპიამაც ყველაფერი ნორმის ფარგლებში აჩვენა. მთავარია, პნევმონია არ განვითარდეს და დანარჩენ შემთხვევაში, გადარჩენილი ხარო, მითხრეს. ამის გაგებას კი კიდევ რამდენიმე დღე უნდა.

ახლა გასწავლით, ოჯახის პირობებში როგორ უნდა შეამოწმოთ ბრონქები და ფილტვები: ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი, გაბერეთ სამკერდე ფიგურა და შეიკავეთ. მერე ერთბაშად ამოისუნთქეთ. თუკი რომელიმე ნაწილში ხველა აგიტყდათ ან ჰაერი ვერ გაიჩერეთ, მაშინ შეიძლება, სასუნთქი გზები იყოს საყურადღებო.

წყალი, ხალხნო! ყველან და ყოველთვის სვით ბევრი წყალი. იმდენი, რომ სულ ტუალეტში დარბოდეთ. უხდება კანს, თმის ძირებს, წნევას, ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს. წყალი გვჭირდება არა მხოლოდ მაშინ, როცა გვწყურია. წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია.

გასული წლის დეკემბერში რომ რომელიღაც გრიპმა მათრია და სამ დღეს ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი, წყლის სმის გარდა, არაფერი გამიკეთებია. როცა შევძელი და ავდექი, მერე წავედი და გავესინჯე ფილტვებზე და მხოლოდ ბრონქიტის ნიშნები მქონდა. თავისთავად ცხადია, წყალი არ არის წამალი და არიქა, მხოლოდ გრიპის დროს მიღება-არმიღებით არ წყდება საქმე. უბრალოდ, ორგანიზმი მიჩვეული უნდა იყოს წყალს, რომ თუ რაიმე ცუდი შეყვა, მალ-მალე გამოდენოს.

დაბოლოს, ბევრისგან გამიგია, რომ კორონას მაინც ყველანი მოვიხდით და შფოთვას აზრი არა აქვს. მოდით, ასე გეტყვით: კი ბატონო, დიდი ალბათობით, ყველას თუ არა, ძალიან ბევრს შეხვდება. გარდა იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფის ხალხს სიკვდილით ემუქრება, ეგ ყველაფერი არ არის: არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება. ჯერ ერთი, რომ თუკი ერთმა უსიმპტომოდ, ხოლო მეორემ მსუბუქად მოიხადა, არ ნიშნავს, რომ მესამესთანაც ასე იოლად იქნება საქმე.

და მეორეც: შეიძლება, იმ დროს გახდეთ ავად, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი არ იყოს და მედპერსონალის ყურადღებით ვერ ისარგებლოთ. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, სად, როდის და ვისთან ერთად გიღირთ დროის ტარება.

ჯანმრთელობა ყველას”

თეგები: ზურა ბალანჩივაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved